Thumbnail

მარიამ ბოლქვაძემ საფრანგეთში გამართული 80-ათასიანი ტურნირი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ საფრანგეთის ქალაქ პუატიეში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგი მოიგო.

ბოლქვაძე შეჯიბრში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სამანტა მარი შარანთან ერთად ჩაება და 4 გამარჯვება იზეიმა. მარიამმა და სამანტამ გადამწყვეტი მატჩი ფრანგებთან – ოდრი ალბისთანა და ლეოლია ჟინჟინთან ჩაატარეს და საკმაოდ იოლად – 7:6 (7:5), 6:0 მოიგეს.

მარიამ ბოლქვაძე პუატიეში თამაშისას

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ბოლქვაძემა და მარი შარანმა 3 მოგება მიითვალეს: 6:2, 6:7 (4:7), 10:6 – გერმანელ ანა გრბიჩთანა და რუმინელ არინა ვასილესკუსთან, 6:4, 7:5 – ფრენგ ესტელ კასკინოსთანა და იტალიელ კამილა როსატელოსთან და 6:4, 6:0 – ბრიტანელებთან – ალისია ბარნეტთანა და ოლივია ნიკოლსთან.

ცნობისთვის, ბოლქვაძემ ITF-ს ეგიდით, წყვილებში, კარიერაში მე-9 ტიტული მოიგო, წლეულს კი, გამარჯვება მეორედ იზეიმა – ივლისში, მარიამმა და რუსმა ეკატერინა იაშინამ წარმატებას ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ 25-ათასიან შეჯიბრზე მიაღწიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები