- 📅 31 ოქტომბერი | 🏟 სტადიო ოლიმპიკო | ⌚ 23:45 | ⚽ რომა V მილანი
- მილანი სერია A-ში ბრწყინვალედ ასპარეზობს
- რომას 'როსონერი' 2019 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ
სერია A-ს მე-11 ტურის ცენტრალური დაპირისპირება დედაქალაქში გაიმართება. "სტადიო ოლიმპიკოზე" ჟოზე მოურინიოს რომა სტეფანო პიოლის მილანს დაუპირისპირდება. ორივე გუნდის მიზანი ერთია - გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება.
მოურინიომ რომაში სეზონი კარგად დაიწყო და საწყის ტურებში მისი გუნდი გათამაშების ცხრილის სათავეშიც იყო, თუმცა შემდეგ დედაქალაქელებმა ქულების დაკარგვა დაიწყეს და ახლა 10 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.
სერია A-ში ბრწყინვალედ ასპარეზობს სტეფანო პიოლის გუნდი. მილანს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში შეხვედრა ჯერ არ წაუგია (საერთოდაც, ბოლოს მილანმა ჩემპიონატის შეხვედრა 26 აპრილს დათმო - ლაციოსთან 0:3). სერია A-ში ასეთი სულ ორი გუნდია - "როსონერი" და ნაპოლი. პიოლის გუნდი ცხრილში 28 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება ნაპოლის. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (3 ტურის შემდეგ 0 ქულა და ბოლო ადგილი ჯგუფში), დიდი ალბათობით, "როსონერი" აქცენტს შიდა ჩემპიონატზე გააკეთებს.
რომამ ბოლო ტურში გასვლაზე კალიარის მოუგო (2:1) და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც ჟოზეს გუნდს ყველა ტურნირში ერთად ჰქონდა (აღსანიშნავია კონფერენსლიგაზე ბოდო გლიმტთან წაგებული (1:6) შეხვედრა) და მილანთან შეხვედრამდე ხასიათი გამოიკეთა. "როსონერიმ" კი ბოლო ტურში ტორინოს უმასპინძლა, რომელიც ოლივიე ჟირუს გოლით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0).
რომა და მილანი ერთმანეთს ბოლოს სწორედ "სტადიო ოლიმპიკოზე" დაუპირისპირდნენ. მაშინ პიოლის გუნდმა დედაქალაქში ანგარიშით 2:1 იმარჯვა. ამ ორი გუნდის ბოლო 5 დაპირისპირებიდან რომამ მხოლოდ ერთის მოგება შეძლო (2019 წელს), ორი მილანმა მოიგო, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
საინტერესო ფაქტები
⚽ რომას მილანი 2019 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.
⚽ მილანმა სერია A-ს ბოლო 30 გასვლითი მატჩიდან 26-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.
⚽ "როსონერის" შიდა ჩემპიონატში 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
⚽ იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში დაუმარცხებლები მხოლოდ მილანი და ნაპოლი არიან.
⚽ მოურინიოს გუნდმა სერია A-ს ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.
⚽ რომას იტალიის ჩემპიონატის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან არცერთი წაუგია.
⚽ მილანმა სერია A-ში ბოლო 26 აპრილს წააგო - ლაციოსთან 0:3.
⚽ რომასა და მილანს შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან 3-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
⚽ დედაქალაქური კლუბის ბოლო 3 საშინაო მატჩში (სერია A-ში) 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
⚽ მილანის ბოლო 3 გასვლით მატჩში (იტალიის ჩემპიონატში) 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
⚽ "როსონერიმ" რომას წინააღმდეგ გამართულ ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.
⚽ რომას და მილანის ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ შეძლო ორივე გუნდმა გატანა.
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-2-3-1): პატრისიო - კარსდორპი, მანჩინი, იბანიესი, ვინა - კრისტანტე, ვერეტუ - ძანიოლო, პელეგრინი, მხითარიანი - აბრაჰამი.
ტრავმა: სპინაცოლა, სმოლინგი.
მილანი (4-2-3-1): ტატარუშანუ - კალაბრია, კიაერი, ტომორი, ერნანდესი - ტონალი, ბენასერი - სალემაკერსი, დიასი, ლეაო - იბრაჰიმოვიჩი.
ტრავმა: ფლორენცი, მენიო, მესიასი, პლიცარი, რებიჩი, კასტილეხო (?), ბალო-ტურე (?).
კომენტარები