Thumbnail

სალას დაღუპვაში დამნაშავე ფრენის ორგანიზატორია - განაჩენი 2,5 წლის შემდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არგენტინელი ფეხბურთელი 2019 წელს დაიღუპა
  • ემილიანო სალა ტრანსფერისთვის კარდიფში მიფრინავდა
  • ორწლინახევრის შემდეგ ფრენის ორგანიზატორი დამნაშავედ სცნეს

ემილიანო სალას ტრაგედია ხომ გახსოვთ? არგენტინელი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპვიდან ორწლინახევრის შემდეგ, სასამართლო პროცესი დასრულდა - ფრენის ორგანიზატორი დევიდ ჰენდერსონი დამნაშავედ სცნეს.

დამნაშავე 67 წლის ბიზნესმენია, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმ რეისზე, რომლითაც სალა კარდიფში მიფრინავდა. “თვითმფრინავის უსაფრთხოების წესების დარღვევა მისი პასუხისმგებლობაა,” - ვკითხულობთ სასამართლოს დასკვნაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა.

როგორც იცით, 28 წლის სალა კარდიფში ფრანგული ნანტიდან გადადიოდა. ტრაგიკულ დღეს არგენტინელი კარდიფში სწორედ ნანტიდან უნდა ჩაფრენილიყო, მაგრამ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სალასთან ერთად, 59 წლის პილოტი დევიდ იბოტსონიც დაიღუპა.

ემილიანო სალა 2019 წლის იანვარში დაიღუპა

როგორც გაირკვა, პილოტს კომერციული ფრენების ლიცენზია არ ჰქონდა. ამასთან, მას არც ღამის ფრენებზე ჰქონდა სავარჯიშო ფრენები განხორციელებული. ასევე გაირკვა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში პილოტი მხუთავი აირით იყო მოწამლული და თანაც, ზედმეტად სწრაფად მიფრინავდა. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ, ფსკერზე იპოვეს.

რაც შეეხება დამნაშავეს: 67 წლის ბიზნესმენმა, რომელიც თვითონაც პილოტია, რეისი ერთ-ერთ აგენტთან ერთად დაგეგმა, მაგრამ თვითონ არ გაფრინდა - მეუღლესთან ერთად პარიზში იმყოფებოდა. ამის ნაცვლად, მან იბოტსონს სთხოვა, რომ სალა კარდიფში ჩაეყვანა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ხშირად ასრულებდა მის რეისებს.

კომენტარები

ბოლო ამბები