Thumbnail

მარცხი ვენაში - ბასილაშვილმა ფავორიტს მხოლოდ პირველი სეტი მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6 (7:5), 2:6, 3:6 მატეო ბერეტინი 
  • ორშაბათს ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 22-ე ჩოგანი იქნება

ვენის ტურნირ Erste Bank Open-ის (საპრიზო ფონდი 1 515 215 ევრო) 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (25) სამ სეტში დამარცხდა მე-3 ნომრად განთესილ იტალიელ მატეო ბერეტინისთან (7) - 7:6 (7:5), 2:6, 3:6. 

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა შესანიშნავად დაიწყო - პირველი სეტის ბედი ტაი ბრეიკში თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა - 7:5, მაგრამ, ამის შემდეგ, იტალიელის უპირატესობა აშკარა იყო. მატჩი ჯამში 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება. ორშაბათიდან ბასილაშვილი მსოფლიოს 22-ე ჩოგანი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საწყის რაუნდში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ორსაათნახევრის თავზე ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას 7:5, 4:6, 6:3 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები