Thumbnail

მარადონას ყოფილი ადვოკატი: დიეგოს გული ექიმებმა გაუხეთქეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დიეგო მარადონას ყოფილმა ადვოკატმა ის ექიმები გააკრიტიკა, რომლებიც ლეგენდარულ არგენტინელს სიცოცხლის ბოლო დღეებში მკურნალობდნენ.

“შეცდომები დაუშვეს, უპატიებელი შეცდომები. საწყალი დიეგო იქამდე ‘გაბერეს’ რაღაც-რაღაცებით, სანამ გული არ გაუსკდა.” - უთხრა მატიას მორლამ ჟურნალისტებს სასამართლოზე მოწმის რანგში სიტყვით გამოსვლის შემდეგ. დიეგოს ექიმების სასამართლო პროცესი სან ისიდროში მიმდინარეობს. “ექიმები მარადონას ძალიან ცუდად ექცეოდნენ და ის ამიტომაც მოკვდა,” - დაამატა იურისტმა.

მატიას მორლა და დიეგო მარადონა

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებულ არგენტინელს თავის ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ გული გაუჩერდა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აწუხებდა.

მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ დიეგოს გარდაცვალება ექიმების ბრალია. მარადონას სახლში 7 ექიმისგან შემდგარი გუნდი მკურნალობდა. მორლას თქმით, როდესაც დიეგოს ბოლოს ესაუბრა, ძალიან შეშფოთდა, რადგან მარადონას ხმა “ძალიან უცნაური, რობოტული და მაღალი” იყო.

ამასთან, მორლამ ოჯახის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, “სიგიჟე იყო ის, რომ დიეგოს სახლში მკურნალობდნენ და არა კლინიკაში.”

კომენტარები

ბოლო ამბები