Thumbnail
  • ქართველი სპორტსმენებისთვის ხელშეწყობა კომპანიისთვის პრიორიტეტია
  • ევროპაბეთი პერსპექტიულ მებრძოლს მიზნების მიღწევაში დაეხმარება

8 წლიდან ჩხუბობს. 14 წლის იყო, როცა პირველი ტურნირი მოიგო. ახლა 22 წლისაა და უკვე 115 მედალი აქვს! GURAM FIGHT CLUB-ის ოჯახის წევრია და ახლა GFC 14-ზე გამოსასვლელად ემზადება.

სოფია ბაღიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი მებრძოლია, რომელიც MMA-ში ასპარეზობს. მიზანი, რა თქმა უნდა, UFC-ში მოხვედრა და იქ ქამრისთვის ჩხუბია. ამისათვის დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ დიდ გამოწვევებს ბავშვობიდან მიეჩვია და უკან არასდროს იხევს.

ნიჭიერ მებრძოლს მიზნების მიღწევაში კომპანია “ევროპაბეთი” დაეხმარება, რომელიც მისი მხარდამჭერი გახდა. პარტნიორობის ფარგლებში ბაღიშვილს შესაძლებლობა ექნება, MMA-ს ტურნირებისთვის მაქსიმალურად მოემზადოს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევის შანსი მიეცეს.

გაიცანით სოფია ბაღიშვილი

MMA | აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი, რომლის თავარი მიზანი UFC-ში ქამრისთვის ჩხუბია! 🥊🇬🇪 გაიცანით სოფია ბაღიშვილი. europebet სოფიას მხარდამჭერია 🤝

Posted by popsport on Monday, October 25, 2021


დიმიტრი ვაჩნაძე (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)
“სოფიას ჩხუბების ნახვის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ძალიან პერსპექტიული მებრძოლია. ზედიზედ ორჯერ, ეფექტურად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა "ევროპაბეთისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გადავწყვიტეთ, რომ სოფიას სახით, კიდევ ერთი ნიჭიერი სპორტსმენის პარტნიორები ვიყოთ. შერეული ორთაბრძოლები სულ უფრო პოპულარული ხდება და პერსპექტიული მებრძოლები მეტ ყურადღებას იმსახურებენ. გვიხარია, რომ ჩვენი თანადგომით სოფიას პოტენციალის სრულად გამოვლენის და განვითარების საშუალება მიეცემა.”

სოფია ბაღიშვილმა GFC-ის ივენთებზე ზედიზედ 2 ბრძოლა მოიგო

სოფია ბაღიშვილი (MMA-ს მებრძოლი, GURAM FIGHT CLUB)
“სანამ MMA-მდე მოვიდოდი, გრძელი გზა გამოვიარე, იოლად არაფრისთვის მიმიღწევია. ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი. ისე მოხდა, რომ ხარკოვში აღმოვჩნდით და ჩემი სპორტული კარიერაც უკრაინაში დავიწყე. ტურნირებზე მედლებს 14 წლიდან ვიღებ: მოგებული მაქვს 4 საერთაშორისო ჩემპიონატი სამოყვარულო ხელჩართულ ბრძოლებში, 3-3-ჯერ ავიღე ავიღე ბრინჯაო სამბოს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, 5-ჯერ გავხდი უკრაინის ჩემპიონი. ყველაფერს ახლა ვიწყებ და მიზანი, ბუნებრივია, UFC-ში მოხვედრა და იქ ქამრისთვის ჩხუბია. "ევროპაბეთის" მხარდაჭერა ძალიან სასიამოვნოა - ეს მოტივაციას მმატებს და მარწმუნებს, რომ სწორი გზით მივდივარ.”

სოფია ბაღიშვილის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები