Thumbnail

მაისურაძე ბექაურის ნაცვლად - ოლიმპიურმა ჩემპიონმა სეზონი დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

5-7 ნოემბერს აზერბაიჯანში ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, ტურნირის წინ კიდევ ერთხელ შეიცვალა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. ამჯერად, ცვლილება იძულებითია - ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს (-90 კგ) ტოკიოს შემდეგ პირველად ბაქოში უნდა ეასპარეზა, მაგრამ ტრავმის გამო ამას ვერ მოახერხებს. 

ამ დღეებში ლაშამ ერთი ოპერაცია გაიკეთა და ერთიც ელის. ასე რომ, ის ამ სეზონში ვეღარ იჭიდავებს. მის ნაცვლად ბაქოში ლუკა მაისურაძე წავა. დღეისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს ნაკრები: ჯაბა პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ბაგრატ ნინიაშვილი (66), ჯუმბერ მელაძე (73), თორნიკე ფოლადიშვილი (81), გიორგი შერაზადიშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ლუკა მაისურაძე (90), ონისე სანებლიძე (100), მიხეილ ჯაფარიძე (100). 

კომენტარები

ბოლო ამბები