Thumbnail

'მანჩესტერი არაფერს დაკარგავს' - სქოულზმა პოგბა გააკრიტიკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პოლ სქოულზის აზრით, პოლ პოგბას წასვლა მანჩესტერისთვის კარგი იქნება
  • ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტი 8 თვეში იწურება

ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ლივერპულთან 0:5 წააგო. "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველი პოლ პოგბა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და მე-60 წუთზე ნაბი კეიტასთან უხეშობისთვის გააძევეს.

ფრანგი ფეხბურთელი ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა გააკრიტიკა, რომელიც თავის დროზე მისი თანაგუნდელიც იყო (2011/12 წლების სეზონში). ინგლისელი ფიქრობს, რომ მანჩესტერი არაფერს დაკარგავს, თუ პოგბა გუნდს დატოვებს.

"პოგბა მე-2 ტაიმში მოედანზე გუნდის დასახმარებლად და გასაძლიერებლად შევიდა. ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ნახევარდაცვაში კარგი მოთამაშეა, მაგრამ მეტოქეს ჯერ გოლი აჩუქა, შემდეგ კი შეიძლება ითქვას, სასაცილო ვარდნისთვის გააძევეს. ამიტომ, ახლა საინტერესოა - თუ სულშერი გააგრძელებს მუშაობას, კიდევ ვიხილავთ პოგბას მანჩესტერის მაისურით? ბოლო წლებში მის ირგვლივ სრული ქაოსია. ვიცით, რამდენად ნიჭიერია და ყველა მწვრთნელი ენდობა, მაგრამ ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, ლამის გუნდიდან გაშვებას ითხოვს, შემდეგ გადის მოედანზე და ასეთ რამეს აკეთებს. თუ პოგბა გუნდში აღარ ითამაშებს, არა მგონია, მანჩესტერმა ამით რამე დაკარგოს", - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა მანჩესტერში 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა, შემდეგ იუვენტუსში გადავიდა, ხოლო ინგლისურ გუნდში 2016 წელს დაბრუნდა, მას მერე კი 211 შეხვედრაში თავი 38-ჯერ გამოიჩინა. 28 წლის ფრანგ ნახევარმცველს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები  ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან.

კომენტარები

ბოლო ამბები