Thumbnail

FIFA 22 | გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეებს შორის

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეები FIFA 22-ში
  • მამარდაშვილის რეიტინგი 75-ით შეფასდა
  • სიის სათავეში ბელგიელი მეკარე მოხვდა

თანამედროვე ფეხბურთში მეკარეების ღვაწლი ფასდაუდებელია. შესაძლოა, ისინი შემტევ ფეხბურთელებზე მეტად მოედანზე არ ფიგურირებენ, თუმცა ხშირად მატჩის ბედს მათი კარგი თამაში წყვეტს.

ანალოგიური პრინციპი მოქმედებს საფეხბურთო სიმულატორ FIFA 22-შიც. თამაშის შემქმნელებმა ახალ ვერსიაში გუნდში მეკარეების როლი საგრძნობლად გაზარდეს, დაიხვეწა ტექნიკა და მათი მონაცემები მაქსიმალურად მიუახლოვდა რეალურ ფეხბურთს.

goal.com-მა FIFA 22-ში ის ახალგაზრდა მეკარეები გამოარჩია, რომლებსაც განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ. ჩვენთვის სასიხარულოდ, სიაში ვალენსიას 20 წლის ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელსაც საფეხბურთო ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

გთავაზობთ, საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეების სამეულს, რომლებიც goal.com-მა შეარჩია:

მარტინ ვანდევორდტი - სიის სათავეში ბელგიური "გენკის" კარის დარაჯი მოხვდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშია შესული. ის 2019/20 წლის სეზონში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე უთამაშია. ბელგიელი მეკარის დებიუტი ნაპოლის წინააღმდეგ შედგა და მაშინ ის 17 წლისა და 287 დღის იყო. FIFA 22-ში მისი რეიტინგი 71-ს შადგენს, თუმცა განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდი - 87 აქვს. ვანდევორდტის სატრანსფერო ფასი 3,7 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გავინ ბაზუნუ - 19 წლის ირლანდიელმა მეკარემ საყოველთაო ყურადღება მას შემდეგ დაიმსახურა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, პორტგულიის ნაკრების წინააღმდეგ, მე-15 წუთზე კრიშტიანო რონალდოს თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია. მართალია, ირლანია იმ დაპირისპირებაში დამარცხდა, თუმცა ახალგზარდა მეკარის კარგი თამაში შეუჩნეველი არ დარჩენილა. FIFA 22-ში ბაზუნუს რეიტინგი 64-ია, ხოლო განვითარების პოტენციალი - 83.

გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დასახელდა. მან ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო კარის "მშრალად" შენახვა 2 მატჩში შეძლო. FIFA 22-ში მისი რეიტინგი 75-ით შეფასდა, განვითარების პოტენციალი კი - 83-ით. მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულებამ 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. 

კომენტარები

ბოლო ამბები