Thumbnail
  • 📅 24 ოქტომბერი | 🏟 ოლდ ტრაფორდი | ⌚ 19:30 | ⚽ იუნაიტედი V ლივერპული
  • იურგენ კლოპის გუნდი ამ სეზონში პრემიერლიგაში დაუმარცხებელია
  • ოლე გუნარ სულშერისთვის ლივერპულთან შეხვედრა გადამწყვეტია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

პრემიერლიგის მე-9 ტურში ინგლისური ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირება გაიმართება - "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულს უმასპინძლებს. ჩრდილო-დასავლური დერბი (North West derby) თავისი მნიშვნელობით დიდი ხანია, ბრიტანეთის საზღვრებს გასცდა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ მატჩად იქცა.

ოლე გუნარ სულშერის სკამი შერყეულია. ბრიტანულ პრესაში იწერება, რომ ლივერპულთან მატჩი ნორვეგიელი სპეციალისტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ვარაუდობენ, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები უარყოფითი შედეგისა და ცუდი თამაშის შემთხვევაში, სულშერს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვებენ.

ორივე გუნდმა ბოლო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. იურგენ კლოპის გუნდმა მადრიდში ატლეტიკოს წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ასევე დაძაბული ბრძოლა გამოუვიდა სულშერის გუნდს, რომელსაც 3 ქულის მოპოვების მიუხედავად, კრიტიკა არ ასცდა. იუნაიტედმა დიდი დანაკლისის მქონდე ატალანტას 0:2-დან მოუგო - 3:2.

"მერსისაიდელებმა" ახალი სეზონი წარმატებით დაიწყეს. იურგენ კლოპის გუნდი ერთადერთია, რომელიც პრემიერლიგაში დამარცხების გარეშე ასპარეზობს და 18 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს (ლიდერ ჩელსის ქულით ჩამორჩება). კარგი სტარტის მერე ცუდად გააგრძელა თამაში სულშერის გუნდმა. "წითელ ეშმაკებს" პრემიერლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და 14 ქულით ცხრილში მე-6 ადგილს იკავებენ.

სულშერის ბედი ლივერპულთან მატჩზეა დამოკიდებული

ამ ორმა გუნდმა ბოლოს ერთმანეთის წინააღმდეგ გასულ სეზონში სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშა და მაშინ ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედი ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპული პრემიერლიგაში ერთადერთია, რომელიც ამ სეზონში არ დამარცხებულა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედს ინგლისის ჩემპიონატში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთში არ გავიდა გოლი.

⚽ კლოპის გუნდმა ოფიციალური მატჩი ბოლოს გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში დათმო - რეალთან 1:3.

⚽ "მერსისაიდელებს" პრემიერლიგის ბოლო ხუთ გასვლით მატჩში მინიმუმ 3 გოლი აქვთ გატანილი.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში (წინა სეზონიდან მოყოლებული) 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ პრემიერლიგაში კლოპის გუნდის ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ "მერსისაიდელებმა" პრემიერლიგაში ბოლო 7 გასვლითი დაპირისპირებიდან 5-ში პირველი ტაიმიც მოიგეს და შეხვედრაც.

⚽ "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლეს კარის მშრალად შენახვა (ვულვზის წინააღმდეგ).

⚽ გუნდმა ყველა ტურნირის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2-ში ვერ შეძლო გოლის გატანა (ასტონ ვილასა და ვესტ ჰემთან).

⚽ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ბოლოს პრემიერლიგაში 19 სექტემბერს მოიგო - ვესტ ჰემთან 2:1.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ - მატიჩი, მაკტომინეი - გრინვუდი, ფრედი, პოგბა - რონალდო.
ტრავმა: ვარანი, ფერნანდესი (?), დიალო (?), მარსიალი (?), რაშფორდი (?).

ლივერპული (4-3-3): ალისონი - არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი - სალაჰი, ფირმინო, მანე.
ტრავმა: ელიოტი, ტიაგო ალკანტარა, ჯონსი (?).

კომენტარები

ბოლო ამბები