Thumbnail
  • მეტალისტი 1925 4:0 ინჰულეცი
  • საბა კვერკველია თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო

საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ ხარკოვის მეტალისტი 1925-ში სადებიუტო თამაში ჩაატარა. უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა შინ ინჰულეცი 4:0 გაანადგურა, ხოლო კვერკველია თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და ივნისის შემდეგ პირველად ითამაშა.

მატჩის შემდეგ მეტალისტი 1925-ის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა 29 წლის ქართველ მცველზე კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, უკრაინელი სპეციალისტი საბაზე დიდ იმედს ამყარებს და თქვა, რომ ახლო მომავალში მისი სათამაშო დრო გაიზრდება.

"კვერკველიას დებიუტი შედგა, 20 წუთზე ცოტა ნაკლები ითამაშა. ის არის ძლიერი და გამოცდილი მცველი, რომელიც ფორმას მალე აღიდგენს. გადავწყვიტეთ ეთამაშა, რომ საშინაო არენის და გუნდის ატმოსფერო შეეგრძნო. თუ შესაძლებელი იქნება, ვეცდებით, რომ მან უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს, რადგან ჩვენი ლაზარეთი სამწუხაროდ, არ იცლება", - თქვა კრივენცოვმა.

შეგახსენებთ, რომ საბა კვერკველიამ უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მეტალისტი 1925 უკრაინის პრემიერლიგაში 12 თამაშში მოპოვებული 19 ქულით მე-7 ადგილზეა და აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 მატჩი ზედიზედ მოიგო. ხარკოველები მომდევნო ტურში 31 ოქტომბერს, ლუგანსკის ზორიას შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები