Thumbnail

'ფულის გამო წავიდა' - ინტერის დირექტორი ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერის გენერალურმა დირექტორმა რომელუ ლუკაზე კომენტარი გააკეთა
  • ჯუზეპე მაროტას თქმით, ინტერმა ლუკაკუ იაფად და იდეალურად შეცვალა

მილანის ინტერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც კომენტარი რომელუ ლუკაკუს შესახებაც გააკეთა.

ბელგიელი ფორვარდი ინტერმა ზაფხულში ლონდონის ჩელსიში გაასხვისა და ტრანსფერი თავად ფეხბურთელის სურვილით მოხდა. როგორც მაროტამ აღნიშნა, ლუკაკუს ინგლისელებმა გაორმაგებული ხელფასი შესთავაზეს და მისი შენარჩნება შეუძლებელი იყო.

"ლუკაკუ 115 მილიონად გავყიდეთ და მის შემცვლელად ჯეკო უფასოდ მოვიყავნეთ - მოედანზე მათ შორის ამხელა სხვაობა არ არის. ლუკაკუ იმიტომ წავიდა, რომ ორმაგი ხელფასი მიეღო, იტალიაში არ შეგვიძლია ასეთი ხელფასების გადახდა. 2000 წელს სერია A-ში ყველაზე მეტს იხდიდნენ, ახლა ასე არ არის", - თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ ინტერში 2019-2021 წლებში ითამაშა და 95 თამაშში 64 გოლის გატანა მოახერხა. ბელგიელი ზაფხულში ჩელსიში დაბრუნდა და 11 შეხვედრაშ 4 გოლი აქვს გატანილი, ინტერმა კი მის ნაცვლად ედინ ჯეკო დაიმატა, რომელმაც 11 თამაშში თავის გამოჩენა 7-ჯერ შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები