Thumbnail

ძიუდო | ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა - განახლებული შემადგენლობა გრანდ სლემისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • განაცხადში აღარ ფიგურირებენ ჩხვიმიანი, შავდათუაშვილი და თუშიშვილი
  • აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ტურნირს 5-7 ნოემბერს უმასპინძლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც ბაქოს გრანდ სლემზე უნდა იასპარეზოს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, აზერბაიჯანში გუნდი 3 წამყვანი ძიუდოისტის გარეშე ჩავა, ქალთა ტურნირში კი წარმომადგენელი საერთოდ არ გვეყოლება.

განაცხადში აღარ ფიგურირებენ საქართველოს ნაკრების ლიდერები ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.). ასევე ვეღარ ვხედავთ შემადგენლობაში ქალთა ეროვნული გუნდის წევრებს – მარიამ ჯანაშვილსა და მზია ბებოშვილს (ორივე – 52 კგ.). სამაგიეროდ, ბაქოს ტატამიზე გავლენ ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) და ჯუმბერ მელაძე (73 კგ.). შედეგად, საქართველოს ნაკრების განაცხადი 10 ძიუდოისტამდე დავიდა და ასე გამოიყურება:

ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ჯუმბერ მელაძე (73 კგ.), თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.). 

შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრანდ სლემი 5-7 ნოემბერს გაიმართება და ამჟამინდელი ინფორმაციით, მასში მონაწილეობას 27 ქვეყნის 158 ძიუდოისტი (98 ვაჟი+60 ქალი) მიიღებს. ცნობისთვის, ტურნირი შარშან კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა, 2019 წელს კი, ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) ჩემპიონი გახდა, თემურ ნოზაძეს (60 კგ.) ვერცხლი ერგო, ტატო გრიგალაშვილს (81 კგ.) კი – ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები