Thumbnail

ცოტა ხნის წინ სათამაშოდ უკრაინაში გადაბარგებული საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის საბა კვერკველიას დებიუტს მეტალისტი 1925-ში, როგორც ჩანს, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ. ხარკოვის გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი კრივენცოვი ირწმუნება, რომ 29 წლის ქართველი ფეხბურთელი ფორმაში შედის და უახლოესი მატჩებისთვის მზად იქნება.

კრივენცოვმა საბას მდგომარეობის შესახებ უკრაინის ჩემპონატის მე-12 ტურის მატჩის წინ ილაპარაკა, რომელშიც ხარკოველები ინჰულეცს უმასპინძლებენ.

"საბა ფორმაში დგება. გასაგებია, რომ სასწაული არ ხდება. როდესაც მოთამაშე ივნისიდან სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, გარკვეული დროა საჭირო. მომზადების პროცესის ფორსირებას მასთან ერთად ვახდენთ. იმედი გვაქვს, რომ მისი გამოცდილება და თამაშის ხედვა, უკვე უახლოეს მატჩებში ძალიან გამოგვადგება", - აქვეყნებს სპეციალისტის სიტყვებს უკრაინული კლუბის ოფიციალური საიტი

საბა კვერკველია მეტალისტში ფორმის დაბრუნებაზე მუშაობს

შეგახსენებთ, რომ აქამდე საბა კვერკველიას პროფესიონალური კარიერა მთლიანად რუსეთს უკავშირდებოდა, სადაც 2011 წლიდან თამაშობდა და რუბინის, ნეფტეხიმიკის, მოსკოვის ლოკომოტივისა და როტორის ღირსებას იცავდა. ზაფხულში საბა თავისუფალი აგენტი გახდა, უკრაინულ კლუბს კი ამ შემოდგომით შეუერთდა.  

საბა კვერკველიამ რუსეთში ხუთი ტიტული მოიგო

მეტალისტი 1925 უკრაინის ჩემპიონატში გასული 11 ტურის შემდეგ, 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები