Thumbnail

'ჩემი ბრალია' - ჟოზე მოურინიო თავისი კარიერის ანტირეკორდზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბოდო გლიმტი 6:1 რომა
  • პირველად მოხდა, რომ პორტუგალიელის გაწვრთნილმა გუნდმა 6 გოლი გაუშვა
  • რომას მთავარმა მწვრთნელმა ყველაფერი შემადგენლობაში პრობლემებით ახსნა

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი რომა კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში სტუმრად ნორვეგიულ ბოდო გლიმტთან შერცხვა. თავად პორტუგალიელი სპეციალისტისთვის კი ეს წაგება განსაკუთრებით ცუდად გასახსენებელი იქნება - ჟოზე გაწვრთნილმა გუნდმა ერთ თამაშში 6 გოლი პირველად გაუშვა. 

"ჩემი ბრალია. სწორედ ასეთი შემადგენლობით მსურდა თამაში. მინდოდა ზოგიერთი ფეხბურთელისთვის თამაშის საშუალება მიმეცა. რომაში ფეხბურთელების ერთ ჯგუფსა და მეორეს შორის კლასში ძალიან დიდი სხვაობაა. რომ შემეძლოს მუდმივად მხოლოდ ერთი შემადგენლობით თამაში, ასეც მოვიქცეოდი. 

ბოდო გლიმტი უფრო კარგი გუნდი ყოფილა, ვიდრე ჩვენ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე იყო. ის მოთამაშეები, რომლებიც მეტოქეს სასტარტოში ჰყავდა, უფრო მაღალი დონისანი იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც პირველი წუთებიდან მოედანზე გავიყვანე. 

დიახ, ჩემმა გაწვრთნილმა გუნდმა 6 გოლი პირველად გაუშვა, მაგრამ ჩემი ემოციები პრობლემა არაა. ასეთი წაგება მტკივნეული არა იმდენად ჩემთვისაა, რამდენადაც ფეხბურთელებისთვის", - თქვა ჟოზემ. 

სხვათა შორის, თამაშის დასრულების შემდეგ რომაული კლუბის ფეხბურთელებს გაბრაზებული გულშემატკივრების კრიტიკის მოსმენა და მათთვის ბოდიშის მოხდა სტადიონზევე მოუხდათ. 

კონფერენსლიგის C ჯგუფს მე-3 ტურის შემდეგ ბოდო გლიმტი 7 ქულით ლიდერობს და მას ქულით ჩამორჩება რომა. მესამე-მეოთხე ადგილებს შესაბამისად ლუგანსკის ზორია (3) და სოფიას ცსკა (1) იკავებენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი მომდევნო შეხვედრას ტურნირში კვლავ ბოდო გლიმტთან, 5 ნოემბერს, ამჯერად საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები