Thumbnail
  • საქართველო 0:3 ფინეთი
  • გიორგი ჩხაიძის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მეორე მატჩი წააგო

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა A ჯგუფში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში სტუმრებმა შესვენებამდე ერთი გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ 2-ჯერ გამოიჩინეს თავი. ანგარიში ლინდა სალსტრომმა მე-17 წუთზე გახსნა, სოსიედადი ფეხბურთელმა სანი ფრანსიმ ფინელების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის ბოლო გოლი ემი ალანენმა გაიტანა, რომელმაც ნაკრების მაისურით მეოცედ გამოიჩინა თავი.

საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს A ჯგუფში მეტოქეებად, ფინეთის გარდა, სლოვაკეთი, შვედეთი და ირლანდია ჰყავს. ქალთა ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს სლოვაკეთთან სტუმრად გამართავს. A ჯგუფს 6-6 ქულით შვედეთი და ფინეთი ლიდერობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები