Thumbnail

22 ოქტომბერს (04:00-ზე თბილისის დროით) NBA-ის ჩემპიონი მილუოკი ბაქსი რეგულარულ სეზონში პირველ საგარეო მატჩს გამართავს, ფლორიდაში  "FTX არენაზე" მაიამი ჰიტს ეთამაშება. სანდრო მამუკელაშვილი დებიუტი ასოციაციაში ბრუკლინ ნეტსთან მატჩში შედგა, რომელშიც დრაფტის 54-ე ნომრად არჩეულმა ფორვარდმა 7 წუთი ითამაშა (1 მოხსნა, 1 პასი). მას თამაში ფლორიდაშიც მოუწევს.

საქმე ისაა, რომ მილუოკი ბაქსმა უკვე გამოაცხადა, რომ ის კვარტეტი, რომელმაც სეზონის გახსნის მატჩი გამოტოვა, ისევ არ იქნება: დონტე დივინჩენცო, როდნი ჰუდი, სემი ოჯელეიე და ბობი პორტისი. ორი უკანასკნელი უშუალოს სანდროს წინაა ბაქსის როტაციაში. ნეტსთან სანდრო ორჯერ შევიდა მოედანზე - მე-2 მეოთხედში მან ცენტრი ბრუკ ლოპესი შეცვალა, ბოლო მეოთხედში კი თვით იანის ანტეტოკუნმპო. ამ ორ კალათბურთელს პოზიციურად სანდროს გარდა შემცვლელი არავინ ჰყავს, თუმცა რამდენიმეს მძიმე ფორვარდად თამაში შეუძლია. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა თამაშს, პირველ მატჩში დამტვრეული ჯრუ ჰოლიდეი. 

მაიამი V მილუოკი. სავარაუდო სასტარტოები

მაიამი: კაილი ლოური, დანკან რობინსონი - ჯიმი ბატლერი, პი ჯეი ტაკერი - ბემ ადებაიო 

მილუოკი: ჯრუ ჰოლიდეი (?), გრეისონ ალენი - კრის მიდლტონი, იანის ანტეტოკუნმპო - ბრუკ ლოპესი 

კომენტარები

ბოლო ამბები