Thumbnail
  • ლონდონის არსენალი პირველ გარიგებას უახლოვდება
  • უნაი ემერიმ ემილ ფორსბერგის გადაბირების სურვილი დაადასტურა
  • მეთოფეები ლაიპციგს 60 მილიონს შესთავაზებენ

არის თუ არა უნაი ემერი არსენ ვენგერის იდეალური შემცვლელი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი დრო დასჭირდება, მანამდე კი, ლონდონის არსენალის ახალ დამრიგებელს გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხეს და მანაც რამდენიმე სასურველი მოთამაშე ჩამოთვალა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, ამ სიაში ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომლის გადაბირება ლონდონელებს ისედაც სურდათ.

უნაი ემერი არსენალში დაინიშნა

ეს არის ლაიპციგის და შვედეთის ნაკრების გამთამაშებელი ემილ ფორსბერგი. ლონდონელები მზად არიან, შვედ ფეხბურთელში დიდი ფული გადაიხადონ. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, არსენალის მესვეურები გერმანულ კლუბს ამ დღეებშივე დაუკავშრდებიან. როგორც ირკვევა, ლონდონურ კლუბს ფორსბერგის გადაბირება ნებისმიერ ფასად სურს.

შვედური გამოცემა “ექსპრესენი” წერს, რომ ამ დღეებში არსენალი ლაიპციგს 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ემილ ფორსბერგს ლაიპციგთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ არაერთხელ თქვა, რომ კლუბის გამოცვლა და ძალების უფრო მაღალ დონეზე მოსინჯვა სურს. ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ, 26 წლის ფორსბერგმა საკუთარ ტვიტერზე ასეთი სიტყვები დაწერა: “მადლობა ყველაფრისთვის!” ლაიპციგელმა ქომაგებმა ეს ტვიტი დამშვიდობებად აღიქვეს...

 

კომენტარები

ბოლო ამბები