Thumbnail
  • ერთმანეთს Team EA და Team Adidas შეხვდებიან
  • ტურნირი 2V2 ფორმატით ჩატარდება
  • ღონისძიება EA სპორტის ისტორიაში ყველაზე ყურებადია

EA Sports-ისა და Adidas-ის პარტნიორობის შედეგად, დღეს FIFA 22 Challenge-ის ეგიდით ტურნირი გაიმართება, რომელიც ცნობილ ფეხბურთელებს, ფიფას პროფესიონალ მოთამაშეებსა და თამაშის შემქმნელებს გააერთიანებს. ისინი ორი-ორზე ერთმანეთს გაეჯიბრებიან. 

ღონისძიებაში მონაწილეობას ტიმო ვერნერი (ჩელსი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), ლაივენ კურზავა (პსჟ), პედრი გონსალესი (ბარსელონა), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი) და სხვა ფეხბურთელები მიიღებენ, ხოლო მათ წინააღმდეგ გამოცდილი მოთამაშეები დადგებიან. 

FIFA 21 Challenge EA სპორტის ისტორიაში ყველაზე ყურებადი გადაცემა გამოდგა (საშუალოდ 254 ათასი მაყურებელი). კომპანია მიმდინარე წელს უფრო მეტი ადამიანის ჩართულობას ვარაუდობს. ტურნირის მსვლელობისას მაყურებლებისთვის სხვადახვა საჩუქრები გათამაშდება, რომლებსაც ისინი FIFA GLOBAL SERIES (FGS) დროს გამოიყენებენ. გარდა ამისა, EA FIFA Ultimate Team-ის ახალ ვერსიას გამოაქვეყნებს, რომელიც ოფიციალურად ნოემბერში გამოვა.

ორი-ორზე გასამართ ტურნირში ერთმანეთს Team EA და Team Adidas დაუპირისპირდება, გუნდების შემადგენლობები კი ასეთია:

Team EA

ტიმო ვერნერი (ჩელსი) და SaNkHs (Case Esports)
ადებაიო აკინფენვა (უიკომბი) და Tom (Excel Esports)
დიოგო ჟოტა (ლივერპული) და Tekkz (Fnatic)
ლაივენ კურზავა (პსჟ) და Levi (Team Gullit)

Team Adidas

ვესტონ მაკკენი (იუვენტუსი) და RocKy (Team Vitality)
პედრი გონსალესი (ბარსელონა) და Gravesen (DUX Gaming)
ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი) და Matias (Team Heretics)
კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი) და Lisa (JLingz Esports)

თამაშის ყურება EA Sports FIFA-ის Twitch-ის ან YouTube არხებზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები