Thumbnail

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულებულია. ჩელსიმ იოლად მოიპოვა 3 ქულა ლონდონში, ბაიერნს ლისაბონში თავიდან გაუჭირდა, ვიდეორეფერიმ მიუნხენელებს ორი გოლი გაუუქმა, სანამ ლეროი სანე "რეკორდმაისტერს" დააწინაურებდა, შემდეგ კი მასპინძელთა კარში გოლთაცვენა ვიხილეთ. თამაშის შეტრიალება და კრიშტიანო რონალდოს გმირობა დასჭირდა მანჩესტერ იუნაიტედს გასამარჯვებლად. რომელიც 0:2 მარცხდებოდა ატალანტასთან. შეცვლაზე შესულმა კულუშევსკიმ იუვენტუსს სამი ქულა ყველაზე ბოლოს მოუტანა.

E ჯგუფი

ბენფიკა 0:4 ბაიერნი

გოლები: 0:1 სანე (70), 0:2 ევერტონი (80-ავტოგოლი), 0:3 ლევანდოვსკი (82), 0:4 სანე (85)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი (66. გნაბრი), ზიულე, უპამეკანო, ლ. ერნანდესი (87. რიჩარდსი) - კიმიხი, ზაბიტცერი (86. ტოლისო) - კომანი (86. მუსიალა), მიულერი (77. სტანიშიჩი), სანე - ლევანდოვსკი 

F ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი 3:2 ატალანტა

გოლები: 0:1 პაშალიჩი (15), 0:2 დემირალი (29), 1:2 რაშფორდი (53), 2:2 მაგუაირი (75), 3:2 რონალდო (81)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელიოფი, მაგუაირი, შოუ - მაკტომინეი (66. პოგბა), ფრედი (88. მატიჩი) - გრინვუდი (73. სანჩო), ბ. ფერნანდეში, რაშფორდი (66. კავანი) - რონალდო

იანგ ბოისი 1:4 ვილიარეალი 

გოლები: 0:1 პინო (6), 0:2 ჟ. მორენო (16), 1:2 ელია (77), 1:3 ა. მორენო (89), 1:4 ჩუკუეზე (92)

G ჯგუფი

ლილი 0:0 სევილია

H ჯგუფი

ჩელსი 4:0 მალმიო 

გოლები: 1:0 კრისტენსენი (9), 2:0 ჟორჟინიო (21), 3:0 ჰავერტცი (48), 4:0 ჟორჟინიო (57-პენალტი)

ჩელსი (3-4-2-1): მენდი - კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი - ასპილიკუეტა (66. ჯეიმსი), კანტე (65. საული), ჟორჟინიო, ჩილველი (66. ალონსო) - მაუნტი, ვერნერი (44. ჰადსონ-ოდოი) - ლუკაკუ (23. ჰავერტცი)

ზენიტი 0:1 იუვენტუსი

გოლი: 0:1 კულუშევსკი (86)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო (58. კუადრადო) - ლოკატელი (58. არტური), ბენტანკური (84. რემზი), მაკკენი - კიეზა, მორატა (76. კინი), ბერნარდესკი (58. კულუშევსკი) 

კომენტარები

ბოლო ამბები