Thumbnail
  • ბრიუგე 1:5 სიტი | 0:1 კანსელო (30), 0:2, 1:5 მაჰრეზი (43, 84), 0:3 უოკერი (53), 0:4 პალმერი (67), 1:4 ვანაკენი (81)
  • ბეშიქთაში 1:4 სპორტინგი | 0:1, 1:2 კოატესი (15, 27), 1:1 ლარინი (24), 1:3 სარაბია (44), 1:4 პაულინიო (89)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები A და C ჯგუფში გაიმართა. ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ბელგიაში ბრიუგეს ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 5:1 გაანადგრუა. რიად მაჰრეზემა დუბლი შეასრულა, ხოლო სიტის რიგებში პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე 19 წლის კოულ პალმერმა, რომელიც დე ბრუინის ნაცვლად გავიდა მოედანზე.

30-ე წუთზე კანსელო ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა, მან მკერდით ჩამოიღო ფოდენის პასი და ანგარიში გახსნა. მალე ბრიუგეს კარში პენალტი დაინიშნა - სტენლი ნსოკიმ იუხეშა, რიად მაჰრეზმა კი 11-მეტრიანი უპრობლემოდ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელებს კიდევ ერთმა მცველმა გაუტანა - კაილ უოკერმა. 67-ე წუთზე თავი შეცვლაზე შესულმა 19 წლის ნახევარმცველმა კოულ პალმერმა გამოიჩინა. ამავე ჯგუფში პარი სენ-ჟერმენი გერმანულ ლაიპციგს მასპინძლობს. სამი ტურის მერე მანჩესტერ სიტის 6 ქულა აქვს, ბრიუგეს - 4. 

სპორტინგის კაპიტანმა სებასტიან კოატესმა დუბლი შეასრულა

სტამბოლში ბეშიქთაშმა ლისაბონის სპორტინგს უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. პორტუგალიელები ურუგვაელმა მცველმა სებასტიან კოატესმა თავურით მე-15 წუთზე დააწინაურა. მას მერე, რაც ლარინმა თავურით გაათანაბრა, კოატესმა დუბლი შეასრულა (ასევე თავურით). ტაიმის მიწურულს პორტუგალიელთა მესამე გოლი პენალტით პაბლო სარაბიამ გაიტანა. ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა, მაგრამ მასპინძელ ტეიშეირას გოლი VAR-მა გაუუქმა. მეორე ტაიმის მიწურულს პაულინიომაც გაიტანა და ამ შეხვედრაშიც დიდი ანგარიში დაფიქსირდა - 1:4. ამავე ჯგუფში აიაქსი დორტმუნდის ბორუსიას მასპინძლობს. 3 ტურის შემდეგ სპორტინგს 3 ქულა აქვს, ხოლო ბეშიქთაში უქულოდაა.

A ჯგუფი

ბრიუგე 1:5 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 კანსელო (30), 0:2 მაჰრეზი (43-პენალტი), 0:3 უოკერი (53), 0:4 პალმერი (67), 1:4 ვანაკენი (81), 1:5 მაჰრეზი (84)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, დიაში, ლაპორტი (57. აკე), კანსელო - ბ. სილვა (57. გიუნდოგანი), როდრი (71. ფერნანდინიო), დე ბრუინი (64. პალმერი) - მაჰრეზი, ფოდენი (64. სტერლინგი), გრილიში 

C ჯგუფი

ბეშიქთაში 1:4 სპორტინგი

გოლები: 0:1 კოატესი (15), 1:1 ლარინი (24), 1:2 კოატესი (27), 1:3 სარაბია (44-პენალტი), 1:4 პაულინიო (89)

კომენტარები

ბოლო ამბები