Thumbnail

ჩხუბი გოლის გამო - ირლანდიელმა მეკარემ თანაგუნდელი არ დაინდო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გლენტორანის მეკარემ თანაგუნდელს თამაშის დროს სცემა
  • 29 წლის აარონ მაკკერი გააძევეს და დისკვალიფიკაციაც მისცეს

ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერშიპის მე-9 ტურში გლენტორანისა და კოლრეინის მატჩი ყურადღების ცენტრში მოექცა, რისი მიზეზიც მასპინძელთა ირლანდიელი მეკარე აარონ მაკკერია.

შეხვედრის მე-80 წუთზე, როცა გლენტორანი 2:1-ს იგებდა, გოლი გაუშვეს, რასაც მაკკერის გაცხარება მოჰყვა, რომელმაც, როგორც ჩანს, გოლში თანაგუნდელი ბობი ბარნსი დაადანაშაულა. უმალვე 22 წლის მცველს მივარდა და სახეში გამეტებით დაარტყა, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირს დაეცა. საბოლოოდ, მაკკერი სიტუაციას თანაგუნდლებმა განარიდეს, ხოლო მსაჯმა გააძევა.

29 წლის ირლანდიელი მეკარის მოქმედება ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამაც განიხილა და მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები