Thumbnail

გიორგი მამარდაშვილს ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა ლა ლიგაში - 20 წლის გოლკიპერი პირველივე ტურში ესპანეთის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. მან ვალენსიას რიგებში 6 სასტარტო მატჩი ითამაშა, მაგრამ სევილიასთან დაშვებული შეცდომების შემდეგ "ღამურების" კარს გამოცდილი იასპერ სილესენი იცავს. მან უკვე სამი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში. 

VCF_Blog-ის გამოთვლით, ამ ორ გოლკიპერს შორის მამარდაშვილს უკეთესი სტატისტიკა აქვს - სილესენის კარში გოლი ყოველ 0.29 ზუსტი დარტყმის დროს გადის, მამარდაშვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.22-ია. ისიც აღსანიშნავია, რომ რაც კარში ნიდერლანდელი დგას ვალენსიას თამაში არ მოუგია (2 ფრე, 1 წაგება), გიორგის შემთხვევაში სტატისტიკა ასეთია - 3 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი. ქართველმა მეკარემ კარი მშრალა 2-ჯერ შეინახა, ნიდერლანდელმა - ერთხელ.

იასპერ სილესენი ვალენსიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 32 წლის მოთამაშის საბაზრო ფასი 5 მილიონი ევროა (მამარდაშვილის - 3 მილიონი). ზამთარში ვალენსია კიდევ ერთხელ შეეცდება მის გაყიდვას, რადგან 2021 წლის ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი ხდება. 

ვალენსიას ფანების ნაწილი კარში კვლავ მამარდაშვილის დაბრუნებას ითხოვს: "მომწონს მამარდაშვილი და თითქმის ყველაფერში მირჩევნია ის სილესენს. მესმის, რომ მისი შეცვლა თავიდან ბიჭის დასაწყნარებლად იყო საჭირო. ახლა კი სილესენის ზამთარში გაყიდვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ საამისო ფუფუნება არ გვაქვს - კარში უნდა იდგეს საუკეთესო და ეს ქართველია", - წერს ტვიტერზე "ღამურების" ფანი drakulVCF. "მესმის, რითაც ეს ცვლილება იყო გამოწვეული, მაგრამ მამარდაშვილი უკეთესი იყო", - MAGascon. 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში ვალენსია სტუმრად ბარსელონასთან 1:3 დამარცხდა, თუმცა სილესენს არცერთ გოლში არ მიუძღვის "წვლილი". 23 ოქტომბერს ვალენსია "მესტალიაზე" მალიორკას უმასპინძლებს. "სილესენს ისეთი შეცდომები არ დაუშვია, როგორც მამარდაშვილს რეალთან და სევილიასთან. ასე რომ, ვფიქრობ კარში ისევ ის იქნება", - წერს ტვიტერზე ვალენსიას კიდევ ერთი ფანი RalGmez55947171.

აღსანიშნავია, რომ WhoScored-ის მიხევდით გიორგი მამარდაშვილს 6.47 საშუალო შეფასება აქვს, იასპერ სილესენს კი - 6.46. 

კომენტარები

ბოლო ამბები