Thumbnail
  • აპოელ 2:1 ახნასი | ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა
  • ითამაშეს ქვილითაიამ და დაუშვილმაც, მაგრამ ბუბამ ტრავმა მიიღო

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ნიქოზიის აპოელ-მა საკუთარ მოედანზე ახნასს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც თორნიკე ოქრიაშვილმა წვლილი ულამაზესი გოლით შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. მან მახვილი კუთხიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და ფანტასტიკური გოლი შეაგდო, რომელიც აპოელ-ის მაისურით მისთვის სადებიუტოა (5 მატჩში). სხვათა შორის, პოზიცია თითქმის ნულოვანი კუთხიდან იყო და ბევრი საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა, მაგრამ ოქრიმ არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი ბადეში გაახვია.

ოქრიაშვილის ჯარიმას მეკარე ვერ გაუმკლავდა

ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი ნიქოზიელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. დაუშვილი 48-ე წუთზე, ქვილითაია კი 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო თორნიკე მოედანზე თავიდან ბოლომდე იყო. აღსანიშნავია, რომ ბუბას შეცვლა იძულებითი იყო, მან ტრავმა მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია დაზიანების ხარისხი.

მე-2 ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და მასპინძლებმა საბოლოოდ 2:1 მოიგეს. აპოელ-მა ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე აღზევდა, მაგრამ ჯერ ისევ რთული სატურნირო მდგომარეობა აქვს. ნიქოზიელების მომდევნო მეტოქე 24 ოქტომბერს, არისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა თავი საქართველოს ნაკრებშიც გამოიჩინა და კოსოვოს წინააღმდეგ გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები