- საქართველო ფუტსალის ნაკრები D ჯგუფში მოხვდა
- აზერბაიჯანი, ბოსნია და ესპანეთი - ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები
- ევრო 2022 19 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება
ნიდერლანდების ქალაქ ზეისტში ფუტსალის ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია (ისევე, როგორც ბოსნია, ფინეთი და სლოვაკეთი) და წილისყრის წინ ბოლო - მე-4 კალათაში მოხვდა, მასპინძელ ნიდერლანდებთან, ფინეთთან და სლოვაკეთთან ერთად. ამგვარად, ამ გუნდების ერთ ჯგუფში მოხვედრა თავიდანვე გამოირიცხა.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც მისი მეტოქეები ბოსნიის, აზერბაიჯანისა და ესპანეთის ნაკრებები იქნებიან.
D ჯგუფი
საქართველო
ესპანეთი
აზერბაიჯანი
ბოსნია

საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის კალენდარი
22 იანვარი - საქართველო V აზერბაიჯანი [გრონინგენი]
26 იანვარი - ბოსნია V საქართველო [გრონინგენი]
29 იანვარი - საქართველო V ესპანეთი [გრონინგენი]
დანარჩენი ჯგუფები
A ჯგუფი: ნიდერლანდები, სერბეთი ან ბელარუსი, უკრაინა, პორტუგალია.
B ჯგუფი: ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი.
C ჯგუფი: რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია.
ევროპის ჩემპიონატი 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება. 16 მონაწილე ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდა და ორ-ორი საუკეთესო ასპარეზობას პლეი ოფში - 1/4-ფინალური ეტაპიდან გააგრძელებს.
კომენტარები