Thumbnail

ახალი როლი NBA-ში და რჩევები ქართველ კალათბურთელებს - ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ზაზა ფაჩულიას სახელი წარმატებასთან ასოცირდება
  • გოლდენ სტეიტის მენეჯმენტში მან კარიერის ახალ ეტაპი დაიწყო
  • პოპსპორტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ზაზამ ბევრ რამეზე ისაუბრა
  • რა როლი აქვს ახლა NBA-ში და რას ურჩევს ქართველ კალათბურთელებს

'კალათბურთმა ცხოვრება მასწავლა' - გვითხრა ზაზა ფაჩულიამ ინტერვიუს დროს.

მისი ამბავი ქართული წარმატების ისტორიაა - არა მხოლოდ საკალათბურთო, არამედ ცხოვრებისეული წარმატების ისტორია. მსოფლიოს ყველაზე ვარსკვლავურ და კონკურენტულ ლიგაში თითქმის 20-წლიანი კარიერის შემდეგ, ზაზა საკალათბურთო სამყაროში თავის ახალ ნაბიჯებს დგამს. ამჯერად უკვე სპორტული მენეჯმენტის მიმართულებით - იგი ამ საქმესაც ტრადიციულად უმაღლეს დონეზე აკეთებს და უკვე მესამე წელია, პირველი კლასის ორგანიზაციის, გოლდენ სტეიტ უორიორსის წევრია.

'ჩვენი მიზანია, რომ ყოველ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვეძლოს. გუნდმა უნდა მოიგოს პარკეტზე, ორგანიზაციამ კი პარკეტს მიღმა' - ასე შეაფასა მან 'უორიორსის' მიზნები.

ზაზას ლეიკერსთან წინასასეზონო მატჩში გამარჯვების შემდეგ შევხვდით და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ: მისი კარიერის ახალ ეტაპზე, გოლდენ სტეიტის მომავალსა და ორგანიზაციულ ფასეულობებზე, ქართველების პერსპექტივაზე NBA-ში და მის საკალათბურთო აკადემიაზე თბილისში. ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ ინტერვიუს გამოქვეყნება გადაგვადებინა - თავად ზაზამ გვთხოვა, რომ საყოველთაო გლოვის დღეებში მოცდა ჯობდა. ამიტომ, ფაჩულიასთან ექსკლუზიურ ვიდეოინტერვიუს ჩაწერიდან ორი კვირის შემდეგ ვაქვეყნებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები