Thumbnail
  • ქართველი მორაგბეები კუნძულელებს ისტორიაში მეხუთედ შეხვდებიან
  • მატჩს ქალაქი არანხუესი, კერძოდ კი, 7-ათასიანი ელ დელეიტე უმასპინძლებს

მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებთა ტესტ-მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე, კერძოდ კი, ესპანეთში ჩატარდება.

როგორც ირკვევა, 20 ნოემბერს თამაშს პატარა ქალაქი არანხუესი უმასპინძლებს, რომელიც დედაქალაქ მადრიდის სიახლოვეს მდებარეობს. თამაში სტადიონ ელ დელეიტეზე შედგება. ის მხოლოდ 7 ათას ქომაგს იტევს.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს 4-ჯერ უთამაშიათ და უპირატესობა კუნძულელთა მხარესაა, რომელთაც 3-ჯერ (2012, 2018 და 2019 წლები) მოიგეს, “ბორჯღალოსნებმა” კი მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს – 2016 წელს.

ფიჯელებთან დაპირისპირებას 30 წლის ახალზელანდიელი რეფერი ჯეიმს დოლმანი განსჯის. მას საქართველოსთვის ეროვნული ნაკრებების დონეზე არასდროს უმსაჯია. სამაგიეროდ, 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდია რომ დაამარცხეს (17:12), მოედნის მსაჯი სწორედ დოლმანი იყო.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებისა” და სამოას შეხვედრა, რომელიც 6 ნოემბერს საქართველოში იყო დაგეგმილი, კოვიდ-რეგულაციების გამო გაუქმდა. სამაგიეროდ, ჯერაც გეგმაშია მატჩი საფრანგეთთან, რომელიც 14 ნოემბერს ბორდოში უნდა ჩატარდეს. შეხვედრის მთავარი მსაჯი დეიმონ მერფი იქნება. 36 წლის ავსტრალიელი საქართველოს თამაშს პირველად იმსაჯებს.

კომენტარები

ბოლო ამბები