Thumbnail

ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილი ფინალში იაპონიის ნაკრების წევრ ტაკეში სასაკის გაეჯიბრა და შანსი არ ჰქონია. იაპონელმა ქართველი ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო, რისთვისაც წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ტატომ ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო. ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ მონღოლ მურენტსენ ბატულგას ვაზარით აჯობა, 1/4-ფინალში ფრანგი ტიზიე გნამიენი იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას ვაზარით სძლია.

დღესვე, ქართველ ძიუოდისტებს კიდევ 2 მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ბრინჯაოსთვის ლუკა მაისურაძე (90 კგ.) და ონისე სანებლიძე (100 კგ.) იბრძოლებენ, რომლებიც შესაბამისად ფრანგ ალექსის მატიუსა და ხორვატ ივან კუმრიჩს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები