Thumbnail

სუპერმატჩს ფანებიც დაესწრებიან - დინამოების დერბიზე გულშემატკივარს დაუშვებენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩს ფანები დაესწრებიან
  • სტადიონზე ტრიბუნების 33%-ით შევსება იქნება შესაძლებელი

საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის და შესაძლოა, სეზონის მთავარი თამაში, დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის მაყურებლებით გაიმართება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ზე დასწრება შესაძლებელი გახდა. 

ბათუმში, დინამოების წინა დერბი მასპინძელმა კლუბმა ჯაბა ჯიღაურის გოლით მოიგო

ორივე გუნდი ჩემპიონობობისთვის იბრძვის და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სეზონის გადამწყვეტი მატჩია. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 7 ტურია დარჩენილი, დინამო ბათუმი მომდევნო მეტოქეს 7 ქულით უსწრებს და თუ არ წააგებს, ისტორიაში პირველი ჩემპიონობისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.

დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის შეხვედრა 20 ოქტომბერს, 18:30 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე მალე დაიწყება და ამის შესახებ ინფორმაცია დინამო ბათუმის ფეისბუქის გვერდზე განთავსდება.

კომენტარები

ბოლო ამბები