Thumbnail

NBA-ის წინასასეზონო ტურნირი დასრულებულია, ისტორიაში პირველად იყო შანსი, რომ სამ ქართველ კალათბურთელს ეთამაშა, თუმცა გიორგი ბეჟანიშვილს დენვერ ნაგეთსში შანსი არ მისცემია. ინდიანა პეისერსის რიგებში ითამაშა გოგა ბითაძემ, ხოლო NBA-ის ჩემპიონ მილუოკი ბაქსში სანდრო მამუკელაშვილმა იასპარეზა.  

ახალბედას კარგი პრესეზონი ჰქონდა

სანდრო მამუკელაშვილს, ამერიკული მედიის შეფასებით, შესანიშნავი პრესეზონი ჰქონდა, მართალია, ბოლო ორ მატჩში მოუკლო, მაგრამ ეს იმითაც იყო გამოწვეულია, რომ მილუოკის ლიდერებიც დაიტვირთნენ. სანდრომ 5 მატჩი ითამაშა, საშუალოდ 22.3 წუთი გაატარა მოედანზე და 8.4 ქულა, 6,6 მოხსნა და 1.2 პასი მოუტანა მილუოკის. მან ნეტსის წინააღმდეგ გაიბრწყინა, როცა ორმაგი დუბლი მიითვალა: 20 ქულა და 11 მოხსნა. საყოველთაო შეფასებით, მამუკელაშვილი უკვე წლევანდელ სეზონში გამოადგება ბაქსს, თუმცა სეზონის დიდ ნაწილს განვითარების ლიგაში გაატარებს.

სანდრო მამუკელაშვილი:
22.3 წუთი - 8.4 ქულა, 6.6 მოხსნა, 1.2 პასი, 0.2 ჩაჭრა, 0.4 დაფარება, .273 - 3-ქულიანები

გოგა ბითაძე: 
13.9 წუთი - 6.2 ქულა, 2.5 მოხსნა, 0.3 პასი, 0.2 ჩაჭრა, 1.8 დაფარება, .353 - 3-ქულიანები 

გოგა ბითაძემ 4 მატჩში საშუალოდ 13.9 წუთი ითამაშა - ის საშუალოდ 6.2 ქულას, 2.5 მოხსნას და 1.8 დაფარებას აკეთებდა. მისი ვარსკვლავური მატჩი საფინალო გამოდგა, როცა კლივლენდს 18 ქულა ჩაუგდო, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. 

რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს, მას დენვერმა პრესეზონის მიმდინარეობისას გაუფორმა კონტრაქტი - გიორგი ორ შეხვედრაში განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე გასვლა მას არ მოუწია. ბეჟანიშვილს შანსი განვითარების ლიგაში მიეცემა. 

NBA-ის სეზონი 20 ოქტომბერს (03:30-ზე თბილისის დროით) სწორედ სანდრო მამუკელაშვილის მილუოკის მატჩით იწყება, ჩემპიონი ბრუკლინს მასპინძლობს. 21-ში გოგა ბითაძის (03:00-ზე) ინდიანა შარლოტს ესტუმრება. სამი საათის შემდეგ დენვერი ფინიქსს სტუმრად ეთამაშება.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები