Thumbnail

ATP ტურის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) კარიერაში პირველად ითამაშა 1/4 ფინალში - ინდიან ველსში (საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარი) მისი მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა სენსაციურად, სამ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 2:6, 6:4. ბასილაშვილმა ციციპასი კარიერაში პირველად დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ტეილორ ფრიტცი (აშშ, 39) იქნება, რომელმაც ალეკსანდერ ზვერევი (გერმანია. 4) დაამარცხა.

ნიკამ ციციპასს პირველად მოუგო

ნიკამ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო და პირველივე გეიმზე მეტოქეს მოწოდება აართვა. მალე ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუმცა იქვე თავისი მოწოდება წააგო. საბოლოოდ, 45 წუთში ბასილაშვილმა სეტი ბოლომდე მიიყვანა - 6:4. მეორე სეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. 1:2-ზე ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება დაკარგა, სეტის ბოლოს ეს კიდევ ერთხელ მოხდა - 2:6. ციციპასმა ცუდად დაიწყო გადამწყვეტი სეტიც, საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ დათმო. სამწუხაროდ, გეიმი ციციპასმა მალევე დაიბრუნა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2. 3:3-ზე ბერძენმა ჩოგბურთელმა საკუთარ მოწოდებაზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ნიკა 4:3 დაწინაურდა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4. ჯამში მატჩი 2 საათი 11 წუთი გაგრძელდა.

ამ გამარჯვებით ნიკამ მსოფლიო რეიტინგში სულ მცირე, 29-ე პოზიცია დაიბევა, რაც 7-ადგილიანი წისვლა იქნება. თუ ნახევარფინალშიც გაიმარჯვებს, ნიკას ქულები 2 000-ს გადაცდება და 27-ე პოზიციაზე გადავა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 სძლია, ხოლო მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა – 6:4, 7:6 (8:6).

კომენტარები

ბოლო ამბები