Thumbnail
  • ქართველი სპორტსმენებისთვის ხელის შეწყობა კომპანიისთვის პრიორიტეტია
  • ევროპაბეთი სანდროს და დათუნას გუნდის, DS RACING-ის სპონსორიც იქნება

კომპანია ევროპაბეთი დათუნა არჯევანიძისა და სანდრო თავართქილაძის მხარდამჭერი გახდა. კომპანია ნიჭიერ ქართველ მრბოლელებთან აქამდეც თანამშრომლობდა და განვითარებაში ხელს უწყობდა, პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მეტი მიმართულება მოიცვა.

დიმიტრი ვაჩნაძე (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)
"დათუნას და სანდროს ევროპაბეთი მთელი გასული სეზონის განმავლობაშიც გვერდით ედგა და ხელს უწყობდა და გადავწვიტეთ, ახალი სეზონიდან ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გავხადოთ. ასაკის მიუხედავად, ორივე მათგანი თავისი საქმის სუპერპროფესიონალია, სხვადასხვა დისციპლინებში მიმდინარე შეჯიბრებებზე საჩემპიონო პოზიციებისთვის იბრძვიან და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის დიდი სურვილიც აქვთ. ქართველი სპორტსმენებისთვის ხელის შეწყობა და მხარდაჭერა ევროპაბეთისთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მათ თავიანთი პოტენციალის უკეთ გამოვლენაში ჩვენც დავეხმარებით".


ამჟამად ორივე ახალგაზრდა ავტომრბოლელი სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ემზადება. დათუნა არჯევანიძე Honda Civic-ით გამოდის, რომელიც 2,0 ლიტრ მოცულობამდე ძრავების მქონე მანქანების კლასში ასპარეზობს. ავტომრბოლელს რალი სპრინტის AM2000 კლასში საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს, თუმცა მისი მოგების შანსსაც ფლობს. არჯევანიძე მეხუთე, დასკვნითი ეტაპის წინ, რომელიც 14 ნოემბერს არის დაგეგმილი, საერთო ჩათვლაში 84 ქულით მეორეა, ლიდერ მიხეილ თათარაშვილს მხოლოდ 9 ქულით ჩამორჩება და ბრძოლას ბოლომდე აპირებს. 

სანდრო თავართქილაძე, რომელიც Subaru Impreza-თი ასპარეზობს, აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატს სტარტიდან ლიდერობდა და საბოლოოდ საუკეთესოს წოდებაც დაიმსახურა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ამლევში, მესამე ეტაპი რამდენიმე საათის წინ დასრულდა, სანდრომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ამას გარდა, თავართქილაძე ჯერ კიდევ ფლობს ჩემპიონობის შანსს რალი სპრინტის Pro OverAll კლასში, რომლის გამოყენებას 14 ნოემბერს შეეცდება. ამ კლასში ბოლო ეტაპის წინ დათა ქაჯაია 97 ქულით ლიდერობს, სანდრო კი 89 ქულით მეორე ადგილზეა.

ნიჭიერი ქართველი ავტომრბოლელების გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი. 

კომენტარები

ბოლო ამბები