Thumbnail
  • ვალენსიას ფანებმა ალავესთან მატჩში ქართველი მეკარის სეივი გამოარჩიეს
  • გიორგი მამარდაშვილმა თვის სეივის გამოკითხვაში იასპერ სილესენს აჯობა

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სექტემბრის საუკეთესო სეივის ავტორია. ნომინაციაში სამი სეივი იყო წარდგენილი - მამარდაშვილის მოგერიება ოსასუნასთან, მისივე სეივი ალავესთან და იასპერ სილესენის ეპიზოდი ბილბაოსთან.

ვალენსიამ გამოკითხვა 8 ოქტომბერს დაიწყო, გამარჯვებულის ვინაობა კი 13 ოქტომბერს გამოაცხადა. გულშემატკივრების ხმების უმრავლესობა 27 აგვისტოს, ალევესთან მატჩის 56-ე წუთზე, ქართველი კიპერის მოგერიებას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მეორე ადგილზეც გიორგის სეივი გავიდა - ოსასუნასთან

 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგამ აგვისტოს საუკეთესო სეივად, პირველ ტურში, ხეტაფესთან მატჩში, ვალენსიას ქართველი მეკარის მოგერიება დაასახელა. 

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა მეკარემ კარის მშრალად შენახვა 2 მატჩში შეძლო. 

კომენტარები

ბოლო ამბები