Thumbnail
  • ლაშა ბექაურმა პირველი ადგილიდან ნიკოლოზ შერაზადიშვილი დააქვეითა
  • წონის სათავეში არიან ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილიც
  • ილია სულამანიძემ ათეულში შეაღწია, გიორგი შერაზადიშვილი 174 ადგილით დაწინაურდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რეიტინგი განაახლა, სადაც ლიდერებში სამ ქართველ ძიუდოისტს ვხედავთ, მოწინავე ხუთეულში კი 6 ჩვენებურია. სოლიდური წინსვლა განიცადეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების იმ წევრებმა, რომელთაც იტალიურ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე წარმატებას მიაღწიეს.

60 კგ.

ამ წონის რეიტინგში პირველად გამოჩნდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები გიორგი სარდალაშვილი და შაქრო შათირიშვილი, რომელთაც იტალიურ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, შესაბამისად, პირველი და მე-7 ადგილები დაიკავეს. ახლა, სარდალაშვილი 700 ქულით 47-ეა, ხოლო შათირიშვილი (182) – 96-ე. ქართველ ძიუდოისტთაგან საუკეთესო შედეგი თემურ ნოზაძეს აქვს, რომელიც 2 174 ქულით მე-17 ადგილზეა, ლუხუმ ჩხვიმიანი 1 878 ქულით მეოცე პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (320) – 76-ეა. საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: 1. იაგო აბულაძე (რუსეთი, 4 841), 2. ვეი იანგი (ტაივანი, 4 570), 3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია, 3 900), 4. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა, 3 766), 5. გუსმან კირგიზბაიევი (ყაზახეთი, 3 464).

66 კგ.

მინიმალური წინსვლა განიცადა და 4 530 ქულით უკვე მე-2 ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი. ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ სამხრეთკორეელ ბაულ ანს (5 603) ჩამორჩება, შემდეგ კი, იტალიელი მანუელ ლომბარდო (4 492), იაპონელი ჰიფუმი აბე (4 200) და მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეი (3 630) მოდიან. ამ წონის მოწინავე ასეულში ქართველთაგან მხოლოდ ბაგრატ ნინიაშვილია (1 458), რომელსაც 28-ე ადგილი უკავია.

ლაშა შავდათუაშვილი წონის ლიდერად რჩება

73 კგ.

წონის ლიდერი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილია (5 175), ხუთეულში კი მონღოლი ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (4 338), იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო (4 010), სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი (4 006) და შვედი ტომი მასიასიც (3 762) შედიან. ამ წონაში მოწინავე ასეულში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტია: ნუგზარ ტატალაშვილი (1 240) 32-ეა, ალეკო მამიაშვილი (580) – 57-ე, ფრიდონ გიგანი (250) კი – 92-ე.

81 კგ.

ამ წონით კატეგორიაში ლიდერობას ინარჩუნებს ტატო გრიგალაშვილი (6 667), რომელსაც კვალში ბელგიელი მატიას კასე (5 910), ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი (4 584), უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი (4 436) და მონღოლი საეიდ მოლაეი (4 258) უდგანან. აღსანიშნავია ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის გიორგი შერაზადიშვილის საოცარი პროგრესი. ის ერთბაშად 174 ადგილით დაწინაურდა და 720 ქულით 48-ეა. საქართველოს ასეულში კიდევ 2 წარმომადგენელი ჰყავს: ლუკა მაისურაძე (1 405) 32-ეა, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი (430) – 72-ე.

90 კგ.

წონის ლიდერობა დაიბრუნა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (6 130), რომელმაც პირველი პოზიციიდან ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (5 654) დააქვეითა. ამ წონაში მე-2 უზბეკი დავლატ ბობონოვი (6 004) გახდა, ხუთეულში კი უნგრელი კრისტიან ტოტიც (4 430) და შვედი მარკუს ნიმანიც (4 408) შედიან. მე-11 ადგილზეა ბექა ღვინიაშვილი (3 120), ლუკა მაისურაძე (990), რომელიც უკვე ამ წონაში ასპარეზობს, 38-ეა, ავთანდილ ჭრიკიშვილი (485) – 59-ე, ხოლო უშანგი მარგიანი (260) კი – მე-80.

ილია სულამანიძემ რეიტინგის მოწინავე ათეულში პირველად შეაღწია

100 კგ.

ამ წონაში საუკეთესო ათეულში კარიერაში პირველად შეაღწია ილია სულამანიძემ, რომელმაც ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო მედალი მოიპოვა. სულამანიძე 5 ადგილით დაწინაურდა და 3 439 ქულით უკვე მეცხრეა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (4 962) მე-3 პოზიციაზე რჩება და მხოლოდ რუს არმან ადამიანსა (5 024) და პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას (5 012) ჩამორჩება, ვარლამის მერე კი, კანადელი შადი ელნაჰასი (4 929) და ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი (4 546) მოდიან. საუკეთესო ასეულში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტია: ონისე სანებლიძე (985) – 35-ეა, გიორგი ჩიქოვანი (290) – 78-ე, ხოლო მიხეილ ჯაფარიძე (182), რომელიც ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე მე-7 ადგილზე გავიდა, რეიტინგში პირველად მოხვდა და 96-ეა.

+100 კგ.

მძიმე წონაში საუკეთესო ათეულში 2 ქართველი ძიუდოისტია. გელა ზაალიშვილმა უკან მოიტოვა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) და 3 794 ქულით მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ახლა, გელა მხოლოდ ტამერლან ბაშაევს (რუსეთი, 5 900), რაფაელ სილვას (ბრაზილია, 4 536), კოკორო კაგეურასა (იაპონია, 4 050) და ინალ ტასოევს (რუსეთი, 4 034) ჩამორჩება. 1 პოზიციით დაწინაურდა და 3 178 ქულით მე-9 საფეხურზეა გურამ თუშიშვილი, ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულმა საბა ინანეიშვილმა (1 266) კი 12 პოზიციით წაიწია და 31-ეა. საუკეთესო ასეულში კიდევ 3 ქართველი ძიუდოსტია: ლევან მატიაშვილი (1 248) – 32-ეა, ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი დემეტრაშვილი (350) კლასიფიკაციაში 56-ე საფეხურზე გამოჩნდა, ხოლო ადამ ოქრუაშვილი (160) – 88-ეა.

ქალები

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) 1 373 ქულით 28-ეა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) 3 374 ქულით მე-9 ადგილი შეინარჩუნა, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) 550 ქულით 43-ეა, ხოლო სოფიო სომხიშვილს (+78 კგ.) 54 ქულით 96-ე პოზიცია უკავია.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ძიუდოისტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ელით. 16-17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ტრადიციულ გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით ტატამიზე ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები