Thumbnail

გოლი და მოგერიებული პენალტი ნორვეგიასთან - საქართველოს U19 ელიტრაუნდშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-10 ჯგუფში,მეორე მატჩი მასპინძელ ნორვეგიასთან გამართა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ნორვეგიას 1:0 მოუგო და 7 ქულა მოაგროვა.

ბრაიან ფიაბემას დარტყმული პენალტი ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია

შეხვედრის ერთადერთი გოლი საბურთალოს შემტევმა გიზი მამაგეიშვილმა კუთხურიდან გაიტანა და 19-წლამდე ნაკრებს 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიას გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა ბათუმის დინამოს მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა ჩელსის შემტევს ბრაიან ფიაბემას პენალტი აუღო.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებს გოლი არ გაუშვია და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ელიტრაუნდში აგრძელებს. ნაკრების ორივე გოლი ძმებ მამაგეიშვილების ანგარიშზეა. კოსოვოს ოთო მამაგეიშვილმა გაუტანა, ხოლო ნორვეგიასთან თავი გიზი მამაგეიშვილმა გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები