Thumbnail
  • ჩრდ მაკედონია 0:4 გერმანია | 0:1 ჰავერტცი (50), 0:2, 0:3 ვერნერი (70), (73), 0:3 მუსიალა (83) 
  • ევროპაში მუნდიალის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა

ევროპის ქალაქებში ყატარი 2022-ის მორიგი ტურის საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა და გაირკვა პირველი ნაკრების ვინაობა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს მასპინძელი ყატარის გარდა - ეს მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია. ჰანსი ფლიკის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოცედ იასპარეზებს.

J ჯგუფში გერმანიის ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 მოიგო. გერმანელებს პირველ ტაიმში გაუჭირდათ, დიდი უპირატესობის მიუხედავად, გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ 50-ე წუთიდან 4 გოლის გატანა შეძლეს. ანგარიში კაი ჰავერტცმა გახსნა, ტიმო ვერნერმა დუბლი შეასულა, 18 წლის ჯამალ მუსიალამ კი ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ფლიკის გუნდმა 8-დან 7 მატჩი მოიგო. 


ლუკა მოდრიჩმა სლოვაკეთთან დრამატულ მატჩში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ქულა გადაურჩინა. ამით ხორვატიის ნაკრებმა სულ მცირე, პლეი ოფი გაინაღდა, სლოვაკეთი კი საგზურისთვის ბრძოლას ჩამოცილდა.


მემფის დეპაიმ გიბრალტართან 6:0 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მას მეტიც შეეძლო, მაგრამ ბარსას შემტევმა პირველ ტაიმში სტუმართა კარშიპენალტი გააფუჭა. 


გერმანიამ მუნდიალის საგზური უკვე გაინაღდა. სულ მცირე, პლეი ოფის საგზური აქვთ: ესპანეთს, საფრანგეთს, ბელგიას, დანიას, რუსეთს და ხორვატიას.

J  ჯგუფი

ჩრდილოეთ მაკედონია 0:4 გერმანია

გოლები:  0:1 ჰავერტცი (50), 0:2 ვერნერი (70), 0:3 ვერნერი (73), 0:3 მუსიალა (83) 

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კლოსტერმანი, ზიულე, კერერი, რაუმი - გორეტცკა (61. ვირტცი), კიმიხი - გნაბრი (74. ჰოფმანი), მიულერი (80. ნოიჰაუსი), ჰავერტცი (61. ადეიემი) - ვერნერი (74. მუსიალა)

რუმინეთი 1:0 სომხეთი

გოლი: 1:0 მიტრიცა (26)

ისლანდია 4:0 ლიხტენშტაინი

გოლები: 1:0 ტორდარსონი (19), 2:0 გუდმუნდსონი (35-პენალტი), 3:0 გუდმუნდსონი (35-პენალტი), 4:0 გუდიონსენი (89)

E ჯგუფი

ბელარუსი 0:2 ჩეხეთი

გოლები: 0:1 შიკი (22), 0:2 ჰლოჟეკი (65)

ესტონეთი 0:1 უელსი

გოლი: 0:1 მური (12)

H ჯგუფი

კვიპროსი 2:2 მალტა 

გოლები: 1:0 პაპულისი (7), 1:1 მუსკატი (53), 2:1 სოტირიუ (80), 2:2 დეგაბრიელი (98)

სლოვენია 1:2 რუსეთი

გოლები: 0:1 დივეიევი (28), 0:2 ჯიქია (32), 1:2 ილიჩიჩი (40)

ხორვატია 2:2 სლოვაკეთი

გოლები: 0:1 შრანცი (20), 1:1 კრამარიჩი (25), 1:2 ჰარასლინი (45), 2:2 მოდრიჩი (71)

G ჯგუფი

ლატვია 1:2 თურქეთი

გოლები: 1:0 დემირალი (70-ავტოგოლი), 1:1 დურსუნი (76), 1:2 ბურაქ ილმაზი (99)

ნიდერლანდები 6:0 გიბრალტარი

გოლები: 1:0 ვან დეიკი (9), 2:0 დეპაი (21), 3:0 დეპაი (45+3-პენალტი), 4:0 დუმფრისი (48), 5:0 დანიუმა (75), 6:0 მალენი (86)

ნორვეგია 2:0 მონტენეგრო

გოლები: 1:0 ელიუნუსი (29), 2:0 ელიუნუსი (96)

კომენტარები

ბოლო ამბები