Thumbnail

რა უთხრა ფიურიმ უაილდერს ბრძოლის შემდეგ - შერიგება არ გამოვიდა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი ეპიკურ, თერთმეტრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ამერიკელთან ეს მისი ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. ბრძოლის შემდეგ გულშემატკივარი შეამჩნევდა, რომ ფიური მაშინვე მივიდა "ბროუნზ ბომბერთან", თუმცა, როგორც გარედან ჩანდა, მათი სიტყვების გაცვლა არცთუ მშვიდობიანი იყო. და ეს იმის მიუხედავად, რომ დასრულებული ბრძოლის შემდეგ აგრესიული ქცევა მიღებული არ არის. 

ბრიტანელმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რა უთხრა მან უაილდერს და როგორი პასუხი მიიღო:

"მხოლოდ ის ვუთხარი, რომ კარგად იბრძოლა, მან კი მიპასუხა: "არანაირი პატივისცემა და სპორტული სულის ჩვენება არ იქნება". კადრში ისიც ჩანდა, რომ ფიური ამ პასუხმა აშკარად გააღიზიანა.

ამ დუეტს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მეორე ბრძოლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც უაილდერმა მარცხი "ბოშათა მეფის" არაკეთილსინდისიერ ქცევას დააბრალა და ყველგან ამბობდა, რომ ფიურიმ მას მოტყუებით მოუგო - სპეციალურად მძიმე ხელთათმანებით გავიდა, მსაჯი ეხმარებოდა, მწვრთნელმა უღალატა და ა.შ. 

უაილდერმა ბრძოლა დასრულებისთანავე დატოვა ისე, რომ ინტერვიუზე უარი თქვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები