Thumbnail
  • კატალონიელებს მანჩესტერ სიტისთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ
  • ბარსას ინგლისელი ნახევარმცველ უსმან დემბელეს შემცვლელად ესახება

ესპანური ბარსელონა ინგლისური მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი ლიდერით რაჰინ სტერლინგით დაინტერესდა და შესაძლოა, მისი ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაადასტუროს.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გადაწყდება უსმან დემბელეს საკითხი, რომელსაც კატალონიელებთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს გასდის. როგორც Diario Sport წერს, ბარსელონამ მას ხელშეკრულების 2025 წლამდე გაგრძელება შესთავაზა, ოღონდ ხელფასის შემცირებით, ეს კი, ფრანგ ნახევარცველს არ აკმაყოფილებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბარსელონამ დემბელეს უკვა აცნობა, რომ თუკი შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდება, მას სათამაშო დრო არ ექნება. ფრანგ ლეგიონერს მოსაფიქრებლად დრო ზამთრამდე აქვს და თუკი გაჯიუტდა, ბარსა შემცვლელს მიიყვანს და სტერლინგი ყველაზე რეალური ვარიანტია. ესპანური გრანდის დირექტორ მატეუ ალემანის უკვე ჰქონდა კონტაქტი სიტისთან და ნიადაგი მოსინჯა.

კატალონიელებს იმედს ის აძლევთ, რომ რაჰიმს არ სურს გაახანგრძლივოს მანჩესტერელებთან ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2023 წელს იწურება. ცნობილია ისიც, რომ სტერლინგისთვის ბარსელონას ვარიანტიც მისაღებია. მოსალოდნელია, რომ ბარსა ზამთარში სტერლინგს იჯარით გადაიყვანს, ზაფხულში მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.

კომენტარები

ბოლო ამბები