Thumbnail
  • საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი ნიუკასლის შეძენას 2020 წლის აპრილიდან ცდილობდა
  • მაიკ ეშლიმ ინგლისური კლუბის სანაცვლოდ 305 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო

ინგლისურ ნიუკასლს ახალი მფლობელი ჰყავს. მაიკ ეშლიმ გუნდიმ 305 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა და აქციების სრული პაკეტი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა გადაიბარა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიის ბიუჯეტი მანჩესტერ სიტისა და პარი სენ ჟერმენის მფლობელების ერთობლივ ბიუჯეტს 11-ჯერ აღემატება.

კომპანიის მენეჯერი მოჰამედ ბინ სალმანია, რომელიც საუდის არაბეთში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ბინ სალმანი საუდის არაბეთის ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარეცაა.

საინვესტიციო ფონდს ნიუკასლის შეძენა ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან სურდა, თუმცა შეთანხმების გაფორმება მხოლოდ ახლა მოხერხდა და ეს ამბავი ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.

ნიუკასლი ბოლო პერიოდში პრემიერლიგიდან რამდენჯერმე გავარდა და მალევე მოახერხა ინგლისის საფეხბურთო ელიტაში ადგილის დაბრუნება. გუნდის ინგლისის 4-გზის ჩემპიონია, თუმცა ბოლო ტიტული 1926-1927 წლების სეზონში მოიგო. როგორც ინგლისურ მედიაში წერენ, ნიუკასლი სატრანსფერო ბაზარზე უკვე ზამთარში გააქტიურდება, ხოლო ზაფხულში მეგატრანსფერებს უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები