Thumbnail

ოქტომბერში ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს - ჩაკვეტაძე დასაჯეს, გენტი აპროტესტებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მატჩში ანტვერპენის წინააღმდეგ გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მეტოქეს ეუხეშა. VAR-ის კარნახის შემდეგ, მსაჯმა ქართველი ნახევარმცველი 33-ე წუთზე მოედნიდან გააძევა. 

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ გიორგი ჩაკვეტაძეს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა და 2 ათასი ევროთი დააჯარიმა. ჩაკვეტაძე ეუპენთან (17 ოქტომბერს) და გენკთან (24-ში) მატჩებს გამოტოვებს. გადაწყვეტილება ძალაში 7 ოქტომბერს შედის, თუმცა გენტს შეუძლია ის გააპროტესტოს და კლუბი ამას აპირებს. გიორგის შეეძლება კონფერენსლიგაზე პარტიზანთან თამაში, რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართება. ჟუპილერ ლიგას კი მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდება.


აღსანიშნავია, რომ გიორგიმ გენტის მაისურით 75 მატჩი ითამაშა და ის პირველად გააძევეს. მას გენტში 5 ყვითელი ბარათი აქვს, დინამო თბილისში - 3, ეროვნულ ნაკრებში - არცერთი. 

კომენტარები

ბოლო ამბები