Thumbnail

'ნასვამზე ავტომობილის მართვას ჰგავს' - კლოპი ანტივაქსერებს უტევს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'კლუბში მომუშავე ადამიანების 99% აცრილია' - ამბობს გერმანელი
  • კლოპმა სიტისთან მატჩის წინ, მეტოქე გუნდის პრობლემებს 'მდიდრული' უწოდა

მანჩესტერ სიტისთან მატჩის წინ, იურგენ კლოპი თავს დაესხა იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურთ და მათი საქციელი, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას შეადარა.

"ჩვენ კლუბში მომუშავე ადამიანების 99% აცრილია, მათ შორის ფეხბურთელების სრული შემადგენლობა. არ მახსენდება, რომ რომელიმე მოთამაშისთვის ცალკე რამის ახსნა გახდა საჭირო, ეს მათი გადაწყვეტილება გახლდათ."

"მე ავიცერი, ხოლო სხვა ადამიანი რომელიც არ აცრილა, ამბობს, რომ მე მოწოდების უფლება არ მაქვს. რაღაც ნასვამზე საჭის მართვას ჰგავს. ერთი ორი ლუდის შემდეგ ტარება ყველას შეგვიძლია, მაგრამ კანონი ამის უფლებას არ გვაძლევს. ეს კანონი პირველ რიგში მე კი არ მიცავს?! იცავს იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება ჩემ გამო დაზარალდნენ."

"აცრა არ გამიკეთებია მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი თავი დავიცვა. აცრა გავიკეთე იმიტომ, რომ გარშემომყოფებს არ მივაყენო ზიანი."

იურგენ კლოპმა მანჩესტერ სიტის ფორვარდის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს 'მდიდრული პრობლემა'. "გასაგებია, რომ 500 გოლს ვერ იტანენ და ამის გამო ყველა იმაზე საუბრობს, რომ 9 ნომერი სჭირდებათ, უფრო რაღაც მდიდრულ პრობლემას ჰგავს, ვიდრე რეალურს - ასე ვიტყოდი."

კომენტარები

ბოლო ამბები