Thumbnail
  • 📅 3 ოქტომბერი | 🏟 ენფილდ როუდი | ⌚ 19:30 | ⚽ ლივერპული V მანჩესტერ სიტი
  • პეპ გვარდიოლას იურგენ კლოპთან დაპირისპირება კიდევ ერთხელ ელოდება
  • ესპანელის თქმით, გერმანელი სპეციალისტი მისთვის მოტივაციის წყაროა

ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მთავარი შეხვედრა "ენფილდ როუდზე" გაიმართება, რომელშიც ლივერპული მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იურგენ კლოპზე ისაუბრა და გერმანელი სპეციალისტი კომპლიმენტებით აავსო. როგორც ესპანელმა თქვა, კლოპი მას დაეხმარა, რომ უკეთესი მწვრთნელი გამხდარიყო.

"კლოპი დამეხმარა. მისი გუნდების წყალობით მე უფრო ძლიერი გავხდი, ისინი ჩემთვის ახალ დონეზე ასასვლელად სტიმულს წარმოადგენდნენ. განვითარებისთვის კლოპის გუნდების დამარცხება მჭირდებოდა და ამიტომაც ვარ ჯერ კიდევ ამ სფეროში. ბევრი მწვრთნელს შორის ერთ-ერთი იურგენია, რომელიც გაიძულებს, კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგა. გერმანიაში მომიწია მის გუნდებთან შეხვედრა, შემდეგ კი ინგლისში ბევრჯერ დავუპირისპირდით და ყველა თამაში შესანიშნავი იყო. ჩვენს გუნდებს საერთო იდეები აქვთ. ისინი ჩვენზე სწრაფად თამაშობენ, მაგრამ მთლიანობაში ორივეს გამარჯვების მოპოვების საერთო სტილი გვაქვს", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლივერპულს ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები