Thumbnail
  • ჰანსი ფლიკმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • ბუნდესგუნდი რუმინეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან მატჩებისთვის ემზადება

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის (რუმინეთთან 8 ოქტომბერს და ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 ოქტომბერს) ბუნდესგუნდის შემადგენლობა დაასახელა. მთავარი ამბავი ის არის, რომ სიაში არაა დორტმუნდის ბორუსიას მცველი მატს ჰუმელსი, რომელსაც ბოლოს მუხლზე პრობლემები ჰქონდა.

ტრავმების გამო ბუნდესგუნდის განაცხადში არც ილქაი გიუნდოგანი, რობინ გოზენსი და მაჰმუდ დაუდი არიან. სექტემბრის მატჩებისგან განსხვავებით, სიაში ვერც რიდლე ბაკუ და კევინ ტრაპი მოხვდნენ. ამ უკანასკნელის ნაცვლად, ბუნდესგუნდში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბრუნდება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა.

თუ გერმანიის ნაკრები ოქტომბრის ორივე მატჩს მოიგებს, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს. ამასთან, ორივე თამაშის მოგებით ფლიკი თავისი წინამორბედის, იოახიმ ლიოვის რეკორდს (ზედიზედ 5 გამარჯვება) გაიმეორებს.

გერმანიის ნაკრების განაცხადი

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (არსენალი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

მცველები: მათიას გინტერი (გლადბახი), თილო კერერი (პსჟ), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი),  დავიდ რაუმი (ჰოფენჰაიმი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ნიკო შლოტერბეკი (ფრაიბურგი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი).

ნახევარმცველები: ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), კაი ჰავერტცი (ჩელსი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლეროი სანე (ბაიერნი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (ჩელსი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), კარიმ ადეიემი (ზალცბურგი).

კომენტარები

ბოლო ამბები