Thumbnail

'მათ ეგონათ ევროპას დაიპყრობდნენ' - გარი ნევილი ლივერპულს დასცინის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა ლივერპულს დასცინის
  • ნევილმა გარეტ ბეილს ფინალში გატანილი გოლებისთვის მადლობა გადაუხდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გარეტ ბეილმა დუბლი გაიტანა და მადრიდის რეალს 11 კილოგრამიანი ვერცხლის თასი - მეცამტედ ააწევინა!

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ და ტელეწამყვანმა - გარი ნევილმა უელსელს მადლობა გადაუხადა. ნევილი ლივერპულისადმი სიძულვილით ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას გამოირჩეოდა.

"26 მაისი კარგი დღეა..." დაწერა ნევილმა. "26-ში მანჩესტერ იუნაიტედმა 1999 წელს ტრებლი მოიგო" იხსენებს ნევილი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 1998-99 და 2007-08 წლებში აქვს მოგებული.

"მათ ეგონათ რომ ევროპას დაიპყრობდნენ..." განაცხადა ნევილმა. "მადლობა გარეტ ბიელს. საუკეთესო გოლი იყო ალბათ რაც მინახავს! თან როგორი დროული!"

კომენტარები

ბოლო ამბები