Thumbnail

ინგლისმა კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი დაკარგა - როჯერ ჰანტი გარდაიცვალა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ინგლისი მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონის გრდაცვალებას გლოვობს
  • როჯერ ჰანტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

მსოფლიო ჩემპიონი და ლივერპულის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი როჯერ ჰანტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლისა გარდაიცვალა.

ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი "მერსისაიდელების" რიგებში 1958 წლის ზაფხულში გადავიდა. ჰანტი ლივერპულის შემადგენლობაში 1969 წლის დეკემბრამდე ასპარეზობდა, რის შემდეგაც ბოლტონში გადავიდა, სადაც 1972 წელს კარიერა დაასრულა.

როჯერი იმ ინგლისის ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 1966 წელს პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი მსოფლიო თასი მოიგო. ლივერპულთან ერთად მან 2-ჯერ შეძლო ინგლისის ჩემპიონობის მოპოვება (1964 და 1966 წლებში).

როჯერ ჰანტი ლივერპულისა და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდაა

ლივერპულის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. სამწუხაროდ, ხშირია ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენი კლუბის ლეგენდებს ვემშვიდობებით".

"მშვიდად განისვენე სერ როჯერ ჰანტ, ერთ-ერთო უდიდესო ბომბარდირო, ვინც ჩვენს კლუბს უნახავს. სერ როჯერმა სხვა ლეგენდებთან ერთად 60-იან წლებში შექმნა ლივერპულის ის კლუბი, რომელიც დღეს არის", - ეს კი ლივერპულის ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის სიტყვებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები