Thumbnail

კრიშტიანო რონალდო მწვრთნელობას აპირებს - რა თქმა უნდა, მანჩესტერ იუნაიტედში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრიშტიანო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, მაგრამ მომავალზე ფიქრობს
  • პორტუგალიელს სამწვრთნელო კარიერის დაწყება მანჩესტერ იუნაიტედში სურს

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მოთამაშის კარიერის დასრულების ინგლისური კლუბში მწვრთნელობას პაირებს. 

36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის გეგმების შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია აცრცელებს, რომლის ცნობით, კრიშტიანო თამაშს კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს, რის შემდეგაც მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელობას დაიწყებს.

ასეთ შემთრხვევაში ხუთი "ოქროს ბურთის" მფლობელი უშუალოდ გააკონტროლებს თავისი 11 წლის შვილის, კრიშტიანო რონალდო-უმცროსის კარიერას, რომელმაც უკვე დაიწყო "წითელი ეშმაკების" კედლებში ვარჯიში.

კრიშტიანო რონალდოს შვილიც ფეხბურთელობას აპირებს 

კრიშტიანო რონალდო სეზონის წინ ტურინის იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, სადაც 2003-2009 წლებშიც გამოდიოდა. ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ივლისამდე აკავშირებს, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ინგლისის მიმდინარე პრემიერლიგის სამ შეხვედრაში ითამაშა და ამდენივე გოლით გამოირჩა. ოლე გუნარ სულშერის გუნდს ჩემპიონატში გასული 6 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები