Thumbnail

'ამიტომ ვერ თამაშობს ისე, როგორც შეუძლია' - სლუცკის თანაშემწე კვარაცხელიაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო მოსკოვი 2:0 რუბინი | ხვიჩა კვარაცხელიამ 65 წუთი ითამაშა
  • ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი ლეონიდ სლუცკის ასისტენტმა გააკეთა

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ყაზანის რუბინი სტუმრად მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. ყაზანელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ 65 წუთი ითამაშა, შემდეგ კი შეცვალეს.

ხვიჩა ბოლო დროს აღარ არის იდეალურ ფორმაში. მატჩის შემდეგ ლეონიდ სლუცკის თანაშემწეს ოლეგ ვერეტენიკოვს ჰკითხეს, ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც გუნდიდან წასვლა სურდა, მოტივაციის ნაკლებობა ხომ არ ეტყობა. რუსი სპეციალისტი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა და თქვა, რომ ხვიჩა ჯერ 100%-ით მზად არ არის.

ბოლო მატჩებია, ხვიჩა ძველებურად ეფექტური აღარ არის

"ვფიქრობ, ამ კითხვის დასმა არც ღირს. ის მოტივირებულია. უბრალოდ, ალბათ, ზუსტად იგივე პერიოდი აქვს, რაც დესპოტოვიჩს. დიდი ხანი ტრავმა ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და ჯერჯერობით, არ არის საუკეთესო კონდიციაში. ეს არ აძლევს საშუალებას, რომ გვაჩვენოს ის, რისი ჩვენებაც შეუძლია", - აღნიშნა ვერეტენიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. რუბინი რუსეთის ჩემპიონატში 14 ქულით მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 2 ოქტომბერს, ნიჟნი ნოვგოროდთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები