Thumbnail

ჭადრაკი | ნანა ძაგნიძის ვერცხლის მედალი ევროპის საკლუბო თასზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მოჭადრაკე მონტე-კარლოს ღირსებას იცავდა
  • ტურნირში ამჯერად არ უთამაშია საჭადრაკო კლუბ ნონას

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2525) ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ტურნირს ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქმა სტრუგამ უმასპინძლა და ძაგნიძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ.

ტურნირზე ამჯერად არ უთამაშია ქართულ საჭადრაკო კლუბ ნონას, რომელსაც 2014-2019 წლებში ოქროს მედლები 3-ჯერ აქვს მოპოვებული, შარშან შეჯიბრი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წლეულს კი ჩემპიონობა რუსულმა სამხრეთ ურალმა იზეიმა.

ნანა ძაგნიძე მონტე-კარლოს მაისურით

ძაგნიძე საჭადრაკო სამყაროში ცნობილი კლუბის მონტე-კარლოს (მონაკო) ღირსებას იცავდა, სადაც მისი თანაგუნდელები ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი), ელიზაბეტ პაეტცი (გერმანია) და ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) იყვნენ.

საბოლოოდ, შვიდ ტურში მონტე-კარლომ 11 ქულა მოაგროვა და სამხრეთ ურალს 3 ქულით ჩამორჩა, მე-3 ადგილზე კი უკრაინის წარმომადგენელი გრეკო (10) გავიდა.

კონკრეტულად ძაგნიძე მე-2 დაფაზე თამაშობდა, სადაც 6 ტურში 4 ქულა (3 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი) მოაგროვა და მე-3 შედეგი დააფიქსირა რუსი ვალენტინა გუნინასა (სამხრეთ ურალი, 5.0 ქულა) და ყაზახი ჟანსასია აბდუმალიკის (გრეკო, 4.5) შემდეგ.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები