Thumbnail

კონორის სპარინგ პარტნიორი და მეგობარი - დილონ დენისი ბარის დაცვამ მოგუდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დილონ დენისი დაცვის თანამშრომელთან დამარცხდა
  • ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელმა იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ დანებდა

MMA-ის მოყვარულებს, ალბათ გახსოვთ დილონ დენისი - კონორ მაკგრეგორის ახლო მეგობარი და სპარინგ პარტნიორი, ვის გამოც, 2018 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვი, კონორთან ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან დარბაზში გადახტა.

დენისი და მაკგრეგორი, დარბაზში თუ მის გარეთ, ერთად დიდ დროს ატარებენ, მაგრამ ოფიციალურად, დენისი კონორს ნიკ დიასთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლებისთვის მომზადებაში ეხმარებოდა და მისი ჯიუ-ჯიცუს მწვრთნელი გახლდათ.

დილონ დენისი, კრისტიანო და კონორ მაკგრეგორი

დენისი ნიუ ჯერსის ერთ-ერთ ბარში შეღწევას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ცდილობდა, რის გამოც დაცვის თანამშრომელთან ჩხუბი მოუვიდა. დაცვის თანამშრომელმა, დენისი ძირს დააგდო და ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელს, კისრის მახრჩობელა გაუკეთა.

როგორც თვითმხილველის ვიდეოში ვხედავთ, დილონ დენისი სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ მალე დანებდა და პარალელურად ადგილზე საპატურლო ეკიპაჟიც გამოჩნდა. დაცვის თანამშრომელი, 23 წლის ჩენსი, საკუთარ შოუში ალ იაკინტამ ჩაწერა და მოკლე ინტვერვიუ ჩამოართვა.

კომენტარები

ბოლო ამბები