Thumbnail

$50,000 - დვალიშვილი და დაუკაუსი 'პერფომანს ბონუსს' მიიღებენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ის სახელით ოქტაგონზე მეცხრე ბრძოლა, ბრაზილიელი მერლონ მორაეშის წინააღმდეგ ჩაატარა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა.

პირველი რაუნდი, მორაეშის უპირატესობით წარიმათა, სადაც მერაბი ტექნიკურ ნოკაუტს გადაურჩა. თუმცა, მეორე რაუნდში სრული დომინაციის ფონზე ბრძოლის გამარჯვებით დასრულება შეძლო.

რაუნდებს შორის ასეთი ტრანსფორმაცია, ქართველ მებრძოლს UFC-იმ დაუფასა და მერაბი ბონუსის სახით - $50,000 მიიღებს. მის გარდა ბონუსი ასევე დაიმსახურეს, კრის დაუკაუსმა და მთავარი ბრძოლის ორივე მონაწილემ - ბრაიან ორტეგამ და ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები